ფეხბურთი

18:20 | 1.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩესკუს ბუქარესტის “დინამოში” ელიან

 

დონეცკის “შახტარის” მთავარმა მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ, შესაძლოა, ბუქარესტის “დინამოს” სპორტული დირექტორის თანამდებობა დაიკავოს. ამის შესახებ ინფორმაციას Sport.ro ავრცელებს.  

უკრაინული კლუბიდან 68 წლის რუმინელი სპეციალისტის შესაძლო წასვლის ერთ-ერთ მიზეზად ევროპის ლიგიდან გუნდის გამოთიშვა სახელდება. მას “შახტართან” კონტრაქტი 2015 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

რუმინული ვებგვერდისვე ინფორმაციით, ბუქარესტის “დინამოს” მთავარ მწვრთნელად ლუჩესკუს ვაჟი, რეზვანი დაინიშნება, რომელსაც "ბრაშოვი", ბუქარეტის "რაპიდი", რუმინეთის ეროვნული ნაკრები და ყატარული “ალ ჯაიში” გაუწვრთნია. 

0.157145