სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

13:17 | 24.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლოტიტომ ულტრასებს უპასუხა

რომის “ლაციოს” პრეზიდენტმა კლაუდიო ლოტიტომ გუნდის გულშემატკივრების კრიტიკასა და პროტესტს უპასუხა, რომელიც აგერ უკვე ერთი თვეა გრძელდება.

რომაული კლუბის ულტრასების ჩრდილოეთ ტრიბუნამ “მილანთან” გუშინ გამართული მატჩის იგნორირება გადაწყვიტა და ეს იყო იმ პროტესტის გაგრძელება, რომელიც ტიფოზებმა “სასუოლოსა” და “ატალანტასთან” გამართული მატჩებისას მოაწყვეს.

“ლაციო” სერია B-ში გავარდნის ზღვარზე არ დგას და ამიტომ, მათ, ვინც მაკრიტიკებს, უპასუხოდ დავტოვებ. ჩვენმა პროექტმა უკვე გამოიღო ნაყოფი და ახლა მხოლოდ დროის საკითხია. შემადგენლობას ნაბიჯ-ნაბიჯ ახალგაზრდებით ვავსებთ და ყველას მოთმინება

მართებს. “ლაციოს” უდიდესი პოტენციალი აქვს” - განუცხადა Corriere dello Sport-ს ლოტიტომ.

შეგახსენებთ, რომ “არწივების” ტიფოზები კლუბის ხელმძღვანელობის მეთოდებით უკმაყოფილონი არიან და ეს როგორც სატრანსფერო, ასევე შიდა პოლიტიკას ეხება. 

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.203929