საქართველოს საჭადრაკო ჩემპიონატის პირველი ლიგის გათამაშებას 6 ტურის თავზე ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს. გასულ ტურში დავით ლომსაძემ (2343) შავი ფიგურებით ზურაბ ჯავახაძეს (2446) სძლია და 5.5 ქულით პირველ ადგილზე დამკვიდრდა.
ლომსაძეს 0.5 ქულით ჩამორჩება დავით ბენიძე (2518), რომელმაც ნინო ხომერიკი (2076) დაამარცხა, შემდეგ კი, 4.5-4.5 ქულით ხსენებული ჯავახაძე, გიგა ყუფარაძე (2484), შოთა აზალაძე (2480) და გაიოზ ნიგალიძე (2457) მოდიან.
მე-7 ტურში ერთმანეთის პირისპირ დასხდებიან: ლომსაძე – ყუფარაძე, აზალაძე – ბენიძე, ნიგალიძე – ჯავახაძე.







