სამმა ქართველმა ლეგიონერმა აზერბაიჯანულ საფეხბურთო კლუბ ბაქოს “ინტერთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა. ამის შესახებ აზერბაიჯანული ინტერნეტპორტალი ru.apasport.az-ი იუწყება.
მეკარე გიორგი ლომაიამ, მცველმა ლაშა სალუქვაძემ და ბაჩანა ცხადაძემ “ინტერთან” კონტრაქტი თითო წლით გააფორმეს. მიმდინარე სეზონში 34 წლის ლომაიამ 9 მატჩი ჩაატარა. 32 წლის სალუქვაძემ 26-ჯერ ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა. ცხადაძემ 29 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 10-ჯერ აიღო.
“ინტერმა” აზერბაიჯანის ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ვერცხლის მედლები მოიპოვა.