ესპანურ ალიკანტეში შეკრებაზე მყოფმა თბილისის "ლოკომოტივმა" "ბარსელონას" 19-წლამდელებთან 1:0 გამარჯვებას, მეორე წარმატება ვეღარ მიაყოლა. ვასილ მაისურაძის გუნდმა 0:3 წააგო პოლონეთის ჩემპიონატში მე-11 საფეხურზე მყოფ "პიასტთან". ეს გუნდი შარშან მეოთხეზე გავიდა ექსტრაკლასაში და ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც ითამაშა. პოლონელთაგან გოლები გაიტანეს რუბენ ხურადომ (40, 90 პენ) და მურავსკიმ (90+1). როგორც ხედავთ, 90-ე წუთამდე ანგარიში მინიმალური იყო...
"ლოკომოტივის" შემადგენლობა: მიქავა (ბენდიანიშვილი 46), მაკასარაშვილი, ჩიტეიშვილი, გაბაძე, კუსიანი (უბილავა 62), ყანჩაშვილი, გუგუშვილი (ზარანდია 62), აბურჯანია, სულთანიშვილი (პატარკაციშვილი 46), მზევაშვილი, გავაშელიშვილი (არაბიძე 46).
თბილისელებს ოპტიმალური შემადგენლობით არ უთამაშიათ, რადგან ხვალ მორიგი მატჩი ელით – ნორვეგიის მეშვიდეადგილოსან "ოდ გრენლანდს" ხვდებიან. ამიტომაც, მწვრთნელმა შერეული შემადგენლობა დააყენა.