ფეხბურთი

23:32 | 17.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლობჟანიძის გოლი პოდგორიცაში

უეფა-ს ევროპის ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე იმ გუნდებმაც ითამაშეს, რომელთაც ქართველი ლეგიონერები ჰყავთ. პოდგორიცაში “ბუდუჩნოსტთან” შეხვედრა 2:0 მოიგო ნიქოზიის “ომონიამ”, რომელშიც ცოტა ხნის წინ უჩა ლობჟანიძე და შოთა გრიგალაშვილი ჩაირიცხნენ.

ორივე ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო და ლობჟანიძემ 79-ე წუთზე საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა, გრიგალაშვილი კი 2 წუთით ადრე შეცვალეს.

4 ქართველი ფეხბურთელი ჰყავდა ძირითად შემადგენლობაში ბაქოს “ინტერს”, რომელმაც შვედეთში “ელფსბორგს” 1:0 სძლია. აზერბაიჯანული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კახაბერ ცხადაძემ გიორგი ლომაია, ლაშა სალუქვაძე და ალექსანდრე ამისულაშვილი შეუცვლელად ათამაშა, საკუთარი ვაჟი ბაჩანა კი 63-ე წუთზე შეცვალა.

ალბანურ “ლაჩისთან” გასვლით მატჩში 3:0 იმარჯვა ლუგანსკის “ზარიამ”, რომლის რიგებშიც ჯაბა ლიპარტიამ მე-60 წუთზე გამოჩნდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116516