ევროპის ლიგის პლეი ოფის პირველ მატჩში უჩა ლობჟანიძემ მოსკოვის “დინამოს” სტუმრად გაუტანა. კვიპროსულმა “ომონიამ” ფრეს მიაღწია მოსკოვში (2:2) და ჯგუფში შესვლის კარგი შანსი აქვს.
მე-2 წუთი იყო, როცა ლობჟანიძემ ახლო მანძილიდან თავურით გახსნა ანგარიში. უჩამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო შოთა გრიგალაშვილმა ბოლო 15 წუთი დაჰყო მინდორზე. რაც შეეხება ლევან კაკუბავას, მას “ომონია” ანათხოვრებს და ამდენად, მოსკოველებთან არ ათამაშეს.
https://www.youtube.com/watch?v=NeBG5jVom0k#t=11