ფეხბურთი

18:13 | 30.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლიტვური “ბანგა” ქართველების გარეშე დარჩა

ლიტვის საფეხბურთო A ლიგაში მოასპარეზე გარგჟდაის “ბანგა” ქართველი ლეგიონერების გარეშე დარჩა.

განვლილ სეზონში, “ბანგაში” 3 ქართველი ფეხბურთელი, ნახევარმცველები 19 წლის ვაჟა ბედოიძე და 25 წლის თამაზ ჩარგეიშვილი, ასევე 19 წლის ფორვარდი ირაკლი ღერკენაშვილი, ირიცხებოდა.

მათ შორის, ყველაზე წარმატებულად ჩარგეიშვილმა ითამაშა, რომელმაც 24 მატჩში 5 გოლი გაიატანა. ბედოიძემ 23 შეხვედრა ჩაატარა, ხოლო ღერკენაშვილმა 14.

“ბანგამ” მომავალი სეზონისთვის მზადება დაიწყო და ამხანაგური მატჩებიც ჩაატარა, მაგრამ ქართველები გარგჟდაელთა რიგებში არ გამოჩენილან.

 

თეგები“ბანგა”
0.115562