კალათბურთი

22:44 | 9.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლიტვა პირველი ნახევარფინალისტია

ლიტვის საკალათბურთო ნაკრები 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ნახევარფინალისტი გახდა და 11 სექტემბერს, ფინალის საგზურისთვის აშშ-ს და სლოვენიის ეროვნულ გუნდთა შორის უმჯობესს გაეჯიბრება.

თბურთო ნაკრები 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ნახევარფინალისტი გახდა და 11 სექტემბერს, ფინალის საგზურისთვის აშშ-ს და სლოვენიის ეროვნულ გუნდთა შორის უმჯობესს გაეჯიბრება.

თურქეთთან მეოთხედფინალურ მატჩში ბალტიისპირელები ფავორიტად მოიაზრებოდნენ და ქომაგებს იმედები არ გაუცრუეს. საინტერესოა, რომ პირველი მეოთხედის თავზე ლიტველები 13:18 ჩამორჩნენ, თუმცა, მე-2 და მე-4 მეოთხედები (20:10 და 26:17) ძლიერად ჩაატარეს და საბოლოოდ, 73:61 მოიგეს.

როგორც ხშირად მომხდარა, იონას კაზლაუსკასის შეგირდებმა მოწინააღმდეგე ზუსტი სამქულიანების წყალობით დაჯაბნეს. ლიტველებმა 19-დან 10 სამქულიანი ჩააგდეს, მაშინ, როცა თურქებმა პერიმეტრიდან ნატყორცნი 18 ბურთიდან კალათში მხოლოდ 3 მოათავსეს.

ბალტიისპირელთა ლიდერმა იონას ვალანჩიუნასმა მორიგი ორმაგი დუბლი (12 ქულა, 13 მოხსნა) გაიფორმა, სეიბუტისმა 19 ქულა ჩააგდო, პოჩიუსმა – 13, ხოლო დარიუშ ლავრინოვიჩმა – 11. თურქთაგან ომერ აშიკის გარჯა უნდა გამოვარჩიოთ. მის აქტივში ასევე დაბლ-დაბლია – 11 ქულა, 10 მოხსნა.

მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში. მეოთხედფინალი. ბარსელონა

ლიტვა – თურქეთი 73:61 (13:18, 20:10, 14:16, 26:17)

სრული სტატისტიკა

http://www.fiba.com/basketballworldcup/2014/0909/Lithuania-Turkey#|tab=boxscore_statistics

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110941