შოთა არველაძის "ქასიმფაშამ" შინ 2:1 სძლია "ქარაბუქსფორს". "ქასიმფაშა" აგებდა, მაგრამ ბოლოს მაინც მიაღწია გამარჯვებას. მესამე ტური იყო თურქეთში და შოთას გუნდს მანმადე ორივე შეხვედრა ფრედ ჰქონდა დასრულებული.
დანიაში "ოდენსემ" შინ 1:1 ითამაშა "სონდერისკესთან" და ბოლოსწინა ადგილზეა. "ოდენსეს" ფორვარდმა ლადო დვალიშვილმა 73 წუთი ითამაშა და საგოლე პასი მიითვალა. მან წინა ტურში გოლი გაუტანა "მიდტიულანდს".
უკრაინაში სენსაცია მოხდა: ჯაბა ლიპარტიას 'ზორიამ" გასვლაზე 1:0 აჯობა "შახტარს". ქართველი ნახევარმცველი 68-ე წუთზე შევიდა მინდორზე. "ზორია" მე-10 საფეხურზეა.
"კარპატიმ" შინ 3:3 ითამაშა ხარკოვის "მეტალისტთან". ლვოველთა გუნდში შეუცვლელად ითამაშა ბუბა დაუშვილმა და კარგი მატჩიც ჩაატარა. ბუბამ გაფრთხილებაც მიიღო.
პორტუგალიაში მეხუთე ტური გაიმართა და ისევ ბოლო ადგილზე დარჩა "ჟილ ვისენტე". ავთო ებრალიძის გუნდმა შინ 0:4 წააგო ლისაბონის "სპორტინგთან". ავთოს არ უთამაშია და განაცხადშიც არ ყოფილა, რისი მიზეზიც ტრავმაა.