ფეხბურთი

12:01 | 18.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლიპარტია ყაზახებს დაუზავდა

უკრაინის საფეხბურთო პრემიერლიგაში მოასპარეზე ლუგანსკის “ზორიამ”, რომელშიც ჯაბა ლიპარტია ირიცხება, ამხანაგურ მატჩში ყაზახეთის “ასტანას” დაუზავდა – 0:0. ქართველი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 78-ე წუთზე შეცვალეს.

მარიუპოლის “ილიჩივეცმა”, რომელიც ასევე თურქეთში ემზადება, ლატვიის “ვენტსპილსთან” ორი ამხანაგურ მატჩი ითამაშა და ორივე მოიგო (4:0, 3:0). პირველ მატჩში თორნიკე თარხნიშვილმა შეცვლაზე ითამაშა, ხოლო მეორეში სასტარტოში იმყოფებოდა. ლევან მახარაძემ მეორე სპარინგში “ილიჩივეცში” თავიდან ბოლომდე ითამაშა.

ლუცკის “ვოლინმა” საკონტროლო შეხვედრა ბრატისლავას “სლოვანთან” ჩაატარა, რომელიც 1:1 დასრულდა. თემურ ფარცვანია “ვოლინში” 78-ე წუთზე გამოჩნდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.101407