ფეხბურთი

11:33 | 2.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლიპარტია ავსტრიის ჩემპიონთა დამარცხდა

ავსტრიაში შეკრებაზე მყოფმა ლუგანსკის “ზორიამ”, სადაც ჯაბა ლიპარტია გამოდის, ამხანაგურ მატჩში ადგილობრივ “აუსტრიასთან” 1:2 დამარცხდა. ქართველი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-60 წუთზე შეცვალეს. აღსანიშნავია, რომ მოსამზადებელ პერიოდში “ზორიასთვის” ეს პირველი მარცხი იყო.

რუსეთის პირველი დივიზიონის სარანსკის “მორდოვიამ”, რომელშიც აკაკი ხუბუტია ირჯება, სპარინგში რუმინეთის “ვიტორულს” ვერ აჯობა – 1:1. აქვე გეტყვით, რომ უამინდობის გამო გუნდებმა მხოლოდ პირველი ტაიმი ჩაატარეს. ხუბუტია “მორდოვიას” სასტარტოში იყო.

ნიჟნი ნოვგოროდის “ვოლგა” ავსტრიულ შეკრებაზე ამხანაგურ შეხვედრაში რუმინეთის “კლუჟს” დაუზავდა – 0:0. რუსული გუნდის რიგებში გია გრიგალავას არ უთამაშია.

ფინეთის იუკონენლიგის მე-12 ტურში, “კოოტეეპეემ” საკუთარ მოედანზე “ოულუს” ვერ მოუგო – 0:0. მასპინძელთა შორის გიორგი ოსიტაშვილმა სრულად ითამაშა. “კოოტეეპეეს” 20 ქულა აქვს და 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა. 

0.126203