სხვა

22:00 | 19.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლევან ყიფიანის განაცხადი მინისტერიალის მასპინძლობაზე და ხელმოწერა ევროპის საბჭოს კონვენციაზე

სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი – ლევან ყიფიანი, მოადგილე თამაზ თევზაძესთან და სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს მთავარ სპეციალისტ – ანატოლი კორეპანოვთან ერთად, საქმიანი ვიზიტით შვეიცარიაში იმყოფება.

17-19 სექტემბერს ქალაქ მაკოლინში შვეიცარიის თავდაცვის, სამოქალაქო დაცვისა და სპორტის ფედერალურ დეპარტამენტთან თანამშრომლობით, “გაფართოებული წილობრივი შეთანხმება სპორტის შესახებ” (EPAS) ევროპის საბჭოს სპორტზე პასუხიმგებელი მინისტრების რიგით მე-13 კონფერენცია მიმდინარეობს.

კონფერენციის ფარგლებში, 18 სექტემბერს სპორტის სფეროში ახლად მიღებულ კონვენციაზე ხელის მოწერის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა. “ევროპის საბჭოს კონვენციას სპორტული შეჯიბრებების მანიპულაციების შესახებ”, კოლეგა მინისტრებთან ერთად ხელი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა – ლევან ყიფიანმაც მოაწერა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს ოფიციალური განაცხადი, რომელიც მინისტრმა კონფერენციის მსვლელობის დროს გააკეთა და რომლის თანახმად,  საქართველომ მზადყოფნა გამოთქვა 2016 წლის ევროპის საბჭოს სპორტზე პასუხისმგებელი მინისტრების რიგით მე-14 კონფერენციის მასპინძლობაზე. მინისტერიალის თბილისში გამართვაზე საბოლო გადაწყვეტილებას ევროპის საბჭო 2015 წლის მაისში მიიღებს.

კონფერენციის მსვლელობისას, ლევან ყიფიანმა ორმხრივი შეხვედრები გამართა მის კოლეგებთან აზერბაიჯანიდან, უნგრეთიდან, ისრაელიდან, ბელარუსიდან, უკრაინიდან, შვეიცარიიდან, ყაზახეთიდან.

შეხვედრებზე განხილური იყო როგორც ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხები, ასევე ყურადღება გამახვილდა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაზე, მათ შორის მხარეები შეთანხმდნენ სპორტის პოლიტიკის მიმართულებით გამოცდილებისა და ინფორმაციის დროულ გაცვლაზე. ასევე, მოლაპარაკებები შედგა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დელეგაციის წევრებსა და ევროპის საბჭოს სპორტზე პასუხისმგებელ პირებთან, მათ შორის გაფართოებული წილობრივი შეთანხმება სპორტის სფეროში გენერალურ მდივანთან, ევროპის საბჭოს სპორტული კონვენციების სამმართველოს ხელმძღვანელებთან.

განხილულ საკითხებს შორის აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭოს წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს ქართულ მხარეს ევროპის საბჭოსთან სპორტის მიმართულების აქტიური თანამშრომლობისთვის. ყურადღება გაამახვილეს, რომ 2014 წლის განმავლობაში საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მოწვევით, უკვე შედგა ევროპის საბჭოს ერთი საკონსულტაციო ვიზიტი, რომლის ფარგლებში უცხოელმა ექპერტებმა შეისწავლეს საქართველოში სპრორტული ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებული სიტუაცია.

ასევე, გადაწყვეტილია, რომ 2014 წლის ოქტომბერში, საქართველოს ეწვევა ევროპის საბჭოს სპორტის დარგში ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტი, რომლების შეიმუშავებენ რეკომენდაციებს საქართველოს სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებასთან, სპორტულ კანონმდებლობასა და სპორტის სახელმწიფო დაფინანსების თაობაზე.

შვეიცარიაში მიმდინარე ღონისძიებაში, მონაწილეობას იღებენ ევროპის კულტურული კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოებისა და EPAS-ის დამკვირვებელი წევრი ქვეყნების სპორტზე პასუხისმგებელი 50-მდე მინისტრი; ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტისა და საპარლამენტო ასამბლეის, ასევე ამ ორგანიზაციის სხვადასხვა სამსახურის მაღალი რანგის პირი; ევროკავშირის სხვდასხვა სამსახურის ხელმძღვანელები და თანამშრომლები; სპორტი განვითარებისა და მშვიდობისათვის გაერო-ს ოფისის წარმომადგენლები; საერთაშორისო სპორტული ფედერაციებისა და წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები.

სხვადასხვა აქტუალურ თემებთან ერთად, განიხილება  ორი მთავარი საკითხი – “სპორტის მართვის პროცესში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა” და “სპორტის სფეროში პან-ევროპული თანამშრომლობის პოლიტიკური ასპექტები”.  

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11938