კალათბურთი

13:47 | 28.08.2014 | ნანახია 1693 - ჯერ

ლევან ყიფიანი: “ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კალათბურთის ეროვნულ ჩემპიონატს საფრთხე არ დაემუქროს”

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ლევან ყიფიანის განცხადებით, ის, რაც ქართულ კალათბურთში ხდება, არის იმ არასწორი სტრუქტურის ბრალი, რომელიც წლების განმავლობაში იყო და ახლა ამის გამოსწორებას ცდილობენ. ამის შესახებ ლევან ყიფიანმა “რუსთავი 2”-თან საუბარში განაცხადა.

მისივე თქმით, პრობლემები, რაც ეროვნულ ჩემპიონატშია, ერთ და ორ დღეში არ დაგროვილა, ეტაპობრივად მოდის წლების განმავლობაში და ამ ყველაფერმა თავი იჩინა დღეს.

“კალათბურთის ფედერაცია და ჩვენ ერთობლივად ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს პრობლემა აღარ დაუდგეს გუნდებს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეროვნულ ჩემპიონატს საფრთხე არ დაემუქროს და გუნდებმა ჩვეულებრივად განაგრძონ თავიანთი საქმიანობა”, - განაცხადა ყიფიანმა.

ჟურნალისტმა მინისტრს შეახსენა, რომ თავდაცვის სამინისტრო აღარ დააფინანსებს კლუბ “არმიას”, შინაგან საქმეთა სამინისტრო აღარ დააფინანსებს გუნდს “შსს”, სპორტის სამინისტრო აღარ დააფინანსებს ”ოლიმპის” კლუბს და დაინტერესდა, ასეთ ფონზე, როგორ უნდა გააგრძელონ კლუბებმა არსებობა.

ლევან ყიფიანის განცხადებით, მათ თავიდანვე თქვეს, რომ უწყებრივი დაფინანსება არასწორია და უნდა არსებობდეს მუნიციპალური დაფინანსება ან კერძო ინვესტორები.

“ჩვენთან არც თუ ისე იოლად მოდიან ბიზნესმენები სპორტში. იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ინვესტორმა შუა გზაში მიატოვა გუნდები”, - განაცხადა ყიფიანმა.

მან ტყუილი უწოდა იმას, რომ კალათბურთის ეროვნული ნაკრები მინისტრს უყურადღებობაში ადანაშაულებს.

“მე არ მსმენია, რომ ნაკრები ჩივის უყურადღებობას. ეს არასწორი ინფორმაციაა. ჩვენი მხრიდან მაქსიმალური ყურადღებაა და ყველა პირობაა შექმნილი, რომ გუნდს მიეღწია იმ შედეგებისთვის, რასაც მიაღწია”, -განაცხადა ყიფიანმა.

მანვე აღნიშნა, რომ ნაკრების წევრებს გუშინაც შეხვდა და ისიც ცნობილი იყო, რომ საკალათბურთო ნაკრები ერთობლივი განცხადების გაკეთებას აპირებდა.

რაც შეეხება საკალათბურთო ეროვნული ჩემპიონატის ჩატარებას, მინისტროს თქმით, ჩემპიონატი წელს ჩატარდება, თუმცა როდის დაიწყება, ამას სამინისტრო არ ადგენს და ეს კალათბურთის ფედერაციის კომპეტენციაა.

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას კალათბურთისთვის ყურადღების მიქცევისკენ მოუწოდებენ. შესაბამისი განცხადება ქართველმა კალათბურთელებმა გუშინ პორტუგალიასთან მატჩის შემდეგ გააკეთეს.

www.ipn.ge


კომენტარები (11)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:04 | 30.08.2014
ფასდაკლების საიტი (85)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

15:08 | 29.08.2014
MU012FC (9145)

უილაჯო, უმექმოდო, არაფრის მაქნისი, საკუთარ სკამს ჩაფრენილი მინისტრი მივიღეთ.


სამწუხაროდ მე თავიდანვე ვამბობდი რომ არ მჯეროდა ამ კაცის არანაირად. ჯერ კიდევ მაშინ ვერ ვირწმუნე მისი როცა ფეხბურთის ფედერაციას ოპონენტად ჩაუდგა. არანაირი გეგმა არ ქონდა ტიპს ფეხბურთის განვითარების, დაბოღმილი და გაბრაზებული ჩანდა ყოველთვის როცა ტელევიზორში ვხედავდი.

სამწუხაროდ ახალი მთავრობა მიუხედავად დიდი იმედებისა ჯერ ვერაფერს სასიკეთოს ვერ გვაჩვენებს სპორტის განვითარების კუთხით. დავანებოთ სხვა თემებს თავი. ზოგ სფეროში მართლა აქვთ მინიმალური წინსვლა.

ერთადერთი გამოკვეთილი პლიუსი ჯერ ჯერობით ნაც ბანდის სახელისუფლებო შტოებიდან მოშორება რჩება.

ყიფიანი გამოიღვიძე, ძალიან კარგად იცი რომ კალაძის ხელდასხმით ხარ მანდ სადაც ხარ. ნუ გძინავს, თორემ ისევე მალე გაგაპანღურებენ მანდედან როგორც მალე და დაუმსახურებლად მოხვედი!

და ამას ქართველი ხალხი იზამს მერწმუნე. არ გაუჭირდებათ!

21:41 | 28.08.2014
sabonis (9584)

არარი ფული და ვერ ამბობს პირდაპირ ეგ არის სულ.

19:57 | 28.08.2014
rejimiler (736)

ბიჭებს დიდი მადლობა მარა ამ დაპირების მერეც თუ არაფერი შეცვალეს ქართულ კალათბურთში სასიკეთოთ მაშინ პატივი ვცეთ ჩვენ სუპერლიგაში მოთამაშე ბიჭებს და ბოიკოტი გამოუცხადეთ ევროპის ჩემპიონატს... კი მესმის ეგ რასაც ნიშნავს მარა ეს ბიჭებიც ცოდვები არიან, უმაგლესი ლიგის მოთამაშე სახლში მშობელს გზის ფულს როგორ უნდა თხოვდეს?

19:07 | 28.08.2014
პანტელეიმონი (4347)

გულშემატკივარს არ აინტერესებს მიზეზი - ეს კომუნიკაბელობის არ ქონის თუ არაკომპეტეტურობის გამო ვერ ახერხებს კალათბურთის ფედერაცია ბავშვთა კალათბურთში, ეროვნულ ჩემპიონატში თუ ეროვნულ ნაკრებში არსებული პრობლემების მოგვარებას.
ძალიან არ მინდა გაბრიჩიძის სიჭინავიზაცია.
ვისურვებდი გაბრიჩიძის ნიჟარაძიზაციას.

18:57 | 28.08.2014
vereli (488)

"ლევან ყიფიანის განცხადებით, მათ თავიდანვე თქვეს, რომ უწყებრივი დაფინანსება არასწორია და უნდა არსებობდეს მუნიციპალური დაფინანსება ან კერძო ინვესტორები." - თქვე კაი ხალხო - მუნიციპალიტეტები ჯიბეგამოხეულები არიან, კერძო ინვესტორი ამ პირობებში არც ერთ თეთრს არ ჩამოვა და ზღაპრებს ყვებით? ბლა-ბლა-ს მეტი არაფერი გეხერხებათ...

18:38 | 28.08.2014
zura1504 (214)

და ფედერაცია ხმას რატომ არ იღებს? რომ მოდიოდით, რას ფიქრობდით? არჩევნებზე რომ გქონდათ წაგდებული ენები, ეხლა რატომ ხართ გასუსულები? რა არ იცოდით, რომ პრობლემები იყო და იქნებოდა დაფინანსებაში? თან ყოფილი კალათბურთელები ხართ ყველა და ხალხი თქვენგან უფრო მეტს მოელის... მაგრამ ჯერ-ჯერობით კარგს ვერაფერს ვხედავთ თქვენს საქმიანობაში..
კოკოშა დაგვიტოვეთ(ბარემ ჯვარიც დაწერეთ ჩვენს ნაკრებზე), ნატურალიზებული კალათბურთელი არ მოიძიეთ ამ შესარჩევზე(კინაღამ ვერ გავედით), გუნდები იშლება და თქვენ რააა???

17:30 | 28.08.2014
3 სავანელი (1199)

ლაპარაკი გეხერხება, საქმე გვანახე გაკეთებული

15:14 | 28.08.2014
georgianbasket (7)

რო არ ცხვენია, ვარძელაშვილს რო მოინატრებს კაცი იმას რა ვუთხარი მარა ეს მუდო მთლად არაფრისმაქნისია

16:09 | 28.08.2014
chelidze (5010)

: )))

16:07 | 28.08.2014
BEERTRANCE (97819)

აბა, რას ვიფიქრებდი მაგას.

14:39 | 28.08.2014
echviani (1657)

უხერხემლოა. მარტო სკამზე ფიქრობს.
მაგალითად მაგას რომ ეთქვა ფეხბურთში, თუ თექვსმეტი გუნდი იქნება სახელმწიფო არ დააფინანსებსო, ვერც გაბედავდნენ რაიმეს შეცვლას.
ან კალათბურთში 1 მილიონი სულ გადაუვათ თავზე ჩვენ გუნდებს. რა გუშინ არ იცოდა რომ ჩემპიონატი იშლება? მაგრამ არაფრისგამკეთებელია.

14:05 | 28.08.2014
BEERTRANCE (97819)

არაფერი კონკრეტული, იბლაყუნა. მატჩზე რატო არ იყო მისული ნეტა. რა ისეთი საქმე ქონდა.

0.844314