ფეხბურთი

17:40 | 1.05.2014 | ნანახია 2475 - ჯერ

ლევან ყიფიანი: “სახელმწიფო მეწველი ძროხა არასოდეს გახდება”

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის ლევან ყიფიანის აზრით, ამ ეტაპზე საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობის გაზრდა არარეალურია. ამის შესახებ მან სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ლევან ყიფიანი: “ადრეც მითქვამს და ახლაც ვიძახი, რომ საქართველოს ჩემპიონატში გუნდების რაოდენობის გაზრდა არარეალურია. იმ პრობლემების ფონზე რაც ფეხბურთშია, გუნდების რაოდენობის გაზრდაზე საუბარი სპეკულიაციაა. სახელმწიფოს პოზიცია ასეთია. სახელმწიფოს ფეხბურთის დახმარება სურს, მაგრამ გუნდების რაოდენობის გაზრდა არ განიხილება. მსურს ერთხელ და სამუდამოდ ბოლო მოეღოს ამ სპეკულიაციებს, რომლებიც მოსახლეობას სიმშვიდეს ურღვევენ და პროვოკაციადაც კი შეგვიძლია შევაფასოთ. გუნდების რაოდენობის გაზრდა ეს არის კონკრეტული პირების ინტერესი, რომლებიც ქართულ ფეხბურთში საქმიანობენ. სამთავრობო კომისიას ქვეკომისიამ უნდა წარუდგინოს ფეხბურთის განვითარების პროექტი. ამ შემთხვევაში საუბარი არაა იმაზე თუ როგორი ჩემპიონატი სჯობს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას პროექტი არ აქვს და მხოლოდ თეზისებით შემოიფარგლება ის რაც წარმოადგინა. უნდა შევიმუშავოთ პროექტი, სადაც ჩამოყალიბებული იქნება თუ რა უნდა გაკეთდეს ბავშთა ფეხბურთის, ჩემპიონატის, ასაკობრივი და ეროვნული ნაკრებების განვითარებისათვის. ამ სპეკულაციებით ვიღაცას სურს, რომ სამინისტროსა და კლუბებს შორის ურთიერთობა დაძაბოს. ფეხბურთის განვითარებაზე ორიენტირებული პროექტი დაიდება, რომელიც გამჭვირვალე იქნება. ჩვენი პოზიცია არაერთხელ გამოგვითქვამს, რომ 16 ან 18 გუნდიანი ჩემპიონატი არარეალურია. ეს ყოველდღიური შეხვედრები და მითქმა-მოთქმა გვერდზე უნდა გადავდოთ. პროექტი სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ, ფეხბურთის ფედერაციამ და იმ სუბიექტებმა უნდა მოამზადონ, ვინც ჩართულია ამ საქმეში. მთვარობის სხდომაზე ეს საკითხი იმიტომ წამოვწიე და შემდეგ სპეციალური განცხადებაც გავაკეთე, რომ გუნდების რაოდენობის გაზრდა-არგაზრდაზე სპეკულაციები დასრულებულიყო”.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფო “მეწველი ძროხა” არასოდეს გახდება და მხოლოდ იმ პროექტს დააფინანსებს, რომელიც რეალურად ორიენტირებული ფეხბურთის განვითარებაზე იქნება:

“სახელმწიფო “მეწველი ძროხა” არასოდეს გახდება. სახელმწიფო დააფინანებს იმ პროექტს, რომელიც სიცოცხლისუნარიანი და რეალურად ფეხბურთის განვითარებაზე ორიენტირებული იქნება. ჯერ არავინ არაფერს აფინანსებს. განვითარება იმ ნიშნულიდან უნდა დავიწყოთ რაც გვაქვს. რამდენიმე პრობლემაა გარიგებულ თამაშებთან დაკავშირებით. ყველა გუნდი თამაშების ჩაწყობაზე საუბრობს. ილია კოკაიამ თავისი შეხედულება გამოთქვა ფეხბურთის განვითარებაზე და “თავს დაესხნენ” - სამინისტრო კოკაიას პროექტის დაფინანსებას აპირებსო.

ჩვენ ყველას მოვუსმენთ და საჭიროა, დეტალებამდე ჩავიდეთ. გლობალურად უნდა შევაფასოთ რა გვიჭირს, რა გვჭირდება, რა რესურსები გვაქვს. ასე არ გამოვა, რომ სახელმწიფომ ფული გამოყოს და შემდეგ, კლუბის ხელმძღვანელი მუნიციპალიტეტში მივიდეს, რათა განაცხადოს: “სახელმწიფო ფულს მაძლევსო”. ყოველივე მიზანმიმართულადაა განსახორიცელებელი და ამაში სახელმწიფო მონაწილეობას მიიღებს. ვინც ამ მიმართულებით არ წამოვა, თავისი გზით წავიდეს.

საერთოდ პრობლემებია კლუბების მენეჯმენტში და საფეხბურთო მეურნეობაში. უეფასთან შეთანხმებული ვართ, რომ სამი სუბიექტი – უეფა, ფეხბურთის ფედერაცია და სამინისტრო განახორციელებს განვითარების პროექტს. ვაპირებთ უეფას წერილი მივწეროთ და შევატყობინოთ, სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ. პრობლემების გადასაწყვეტად უეფას წარმომადგენელსაც. მოვიწვევთ. ამ ფორმატში მუშაობა უეფამ შემოგვთავაზა. ”.

ყიფიანისთვის თბილისის “დინამოს” პრეზიდენტის რომან ფიფიას შეხედულებაც ცნობილია საქართველოში ფეხბურთის განვითარების შესახებ.

“ფიფიას ვხდები ხოლმე და მზადაა თავისი შეხედულება წარმოადგინოს. თუმცა, არა მგონია ის სრულყოფილი იყოს. რადგან პროექტები ერთ კვირაში არ იწერება” – თქვა მან.

მინისტრმა განმარტა, რომ სამთავრობო კომისიისთვის წარდგენილი პროქტი 5-წლიანი უნდა იყოს და საბოლოო ჯამში, გუნდები კერძო უნდა გახდეს. კლუბებთან საფეხბურთო აკადემიები შეიქმნას და მწვრთნელებს განვითარების საშუალება ჰქონდეს.

პრესკონფერენციაზე ყიფიანს ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებაზეც დაეკითხნენ, რომელის თანახმად ლევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციას პრეზიდენტად კენჭს იყრის.

“კობიაშვილს ვესაუბრე და მას ჯერ არ გადაუწყვეტია. კალაძეს თავისი მოსაზრება აქვს. მეც ჩემი მოსაზრება მაქვს ხუდონთან დაკავშირებით. თან, დადებითი”.


კომენტარები (34)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:05 | 02.05.2014
levani82 (41682)

სულ ყიფიანს, რომ ვთხოვთ ამ დროს ფედერაცია რას გვიკეთებს? საერთოდ ფეხბურთის ფედერაციას რა დანიშნულება აქცს?

02:31 | 02.05.2014
arturi-baierni (24493)

ჩვენთან მათ არაფერი დანიშნულება არ გააჩნიათ უფრო სწორად არაფრის მაქნისები არიან ვის ხელშიც უნდა იყოს ფეხბურთის ფედერაცია

23:37 | 01.05.2014
რაჭა (10043)

რა თქმა უნდა, როცა საქმე სხვის ჯიბეს ეხება-“სახელმწიფო მეწველი ძროხა არასოდეს გახდება”....მაგრამ როცა საკუთარს-ძროხაცაა და კამეჩიც

23:20 | 01.05.2014
saqartvelo_dinamo (172)

ძან სწორსაც აკეთებს აბა ფულები გიყაროთ და თქვენ ინაწილოთ და ქართული ფეხბურთიი დაიკარგოს იმინა ჯოგიაა პირად ინტერესებს ახმარენ ფეხბურთს დაა ყველაფერს სათავისოდ აკეთებენ და თუ ვინმე გამიოჩნა ფიფიასავით ვისაც მართლა ფეხბურთი უყვარს ეგრევეე მანიაკად შერაცხავენ დ აინტერეს უკარგავენ სპორტისას რიალობააა რომ 10 გიუნდზე მეტი ვიში ლიგაში არ უნდ აიყოს არ გვაქ ცვენ მაგის ფუფუნება და როიცა გვექნება კი ბატონო

23:56 | 01.05.2014
meleksa (1841)

80 მილიონიან გერმანიაში 18 გუნდიანი ჩემპიონატი აქვთ და ჩვენ 5 მილიონიც არ ვართ და 16 გუნდი? 10ზე მეტი მართლა არუნდა იყოს.

23:05 | 01.05.2014
meleksa (1841)

კაცი გეუბნებათ გეგმა მაჩვენეთ ფული რაში უნდა გამოიყენოთო და ესენი მაინც თავისას გაიძახიან ფეხბურთს არ ეხმარებაო. შე დალოცვილო დაწერე პროექტი და მიეცი სახელმწიფოს რომ დაგიფინანსოს. ტიპებს საკუთარი კლუბის განვითარების იდეაც არ აქვთ და მზა პროექტი კიდე იქნებ არ მოწეწონა ვინმე კლუბის ხელმძღვანელს? არავის არუნდა გატოკდეს და ფულადი დახმარება ყველას უნდა.

22:54 | 01.05.2014
amo24 (149)

მეწველი ძროხა კი არა რამე გააკეთე ნორმალური. სანამ მინისტრი გახდებოდა სულ ტვინს ხნავდა და ახლა ზის დაჭყეტილი თვალებით და ძროხებზე საუბობს

22:51 | 01.05.2014
araza-1918 (6330)

ესენი აკეთებენ რამეს, მარტო მაშინ როცა 25-30 ათასებს იხდიან ერთ ვახშამში 200 დოლარიან კონიაკებს სვამენ და 200 ათასიან ჯიპებში მთვრალები ჯდებიან. ფეხბურთს არ ეხმარეთბიან. დაჯექი მინისტრად და თურმე ახლა არ არის სახელმწიფო მეწველი ძროხა,როცა ლაპარაკია ფეხბურთის დახმარებებზე.

20:52 | 01.05.2014
levani82 (41682)

dila13

თუ 16 გუნდზე მიდგა საქმე, მაშინ 4 პირდაპირ გავარდეს ან 3+1. არანაირი ექვსეულებად დაყოფა ყოველთვის იარსებებს ის აზრი, რომ ამა თუ იმ გუნდმა "თავისი გუნდი" გაიყვანა. თუ მაინც და მაინც ექვსეულებად უნდა დაიყოს, მაშინ ქვედა ექვსეულებმა განახევრებული ქულებით დაიწყოს. აგერ გავიდა 3-4 ტური და ზოგიერთი გუნდი უკვე უმოტივაციოდ იყო, რადგან დარჩენა უკვე გარანტირებული ჰქონდა. შარშან მეტალურგი ქვედა ექვსეულში, რომ მოხვდა მისთვის ქვედა ექვსეული მოსამზადებელ ეტაპად იქცა

21:07 | 01.05.2014
dila13 (102)

უმაღლესში12 მეტ არ უნდა იყვეს და 3წრედ უნდა ჩატარდეს 2 პირდაპირ ვარდება 2 გადათამაშებაში მაგარამ ყველაზე კარგი იქნება 10 გუნდიანი 4 წრედ 2 პირდაპირ ვარდება 1 გადათამაშებაში დარჩება სამი გუნდი შუაში რომელსაც მთელი ჩემპიონატის მანძილზე ან უფეზე გასვლი შანში ექნება ან დარჩენაზე იბრძოლებს უმატივაციოები არ იქნება არავინ ყველა ქულას ოქროს ფასი ექნება

23:01 | 01.05.2014
meleksa (1841)

ჩემი აზრით 10 გუნდზე მეტი არ არის საჭირო. 3 წრედ ჩატარება ჯობია ჩემპიონატის ვიდრე ახლანდელი ფორმატია.

20:41 | 01.05.2014
dila13 (102)

აფსოლიტურად მართალი ბრძანდებით ბატონო ლევან,რამდენიც გინდა თანხა გამოუყოთ კლუბებს თუ სწორად არ მოხმარდა გეგმაზომიერად არ გამოვიყენეთ, ეგ ფული წყალში გადაყრილი იქნება , რამდენი ფული ჩაიდო გორის დილაში მაგრამ არაფერი არ განვითარებულა. იმ ფულით კარგი ბაზის გაკეთება შეიძლებოდა კარგი საფეხბურთო სკოლის, სტადიონი გაკეთდებოდა ნახევრად დანგრეული რო არის და ინფრასტრუკტურა გაიმართებოდა და უკვე ამის მერე უკვე ყოველ წელს ვიქნებოდით უფაზე გასვლის პრეტენდენტები, ეხლა კიდე არაფერი გავქვს და ისევ ფული გვჭირდება. რაც შეეხება გუნდების რაოდენობას ჩემპიონატში თუ გვინდა რომ ჩაწყობილი თამაშები და ადვილი თამაშები არ გვქონდეს უნდა შემცირდ ეს შუაში მდებარე გუნდების რაოდენობა ანუ თორმეტ გუნდიან ჩემპიონატში 4 გუნდი უეფაზე გადის და 4იც უნდა ვარდებოდეს დარჩება 4 გუნდი შუაში რომლებმაც ან უეფზე უნდა იბრძოლოს ან დარჩენაზე, უმოტივაციო არავინ იქნება და ჩაწყობილი თამაშებიც ძალიან ცოთა იქნება თუ იქნება ისიც. ან 10 გუნდიანი და სამი გუნდი ვარდებოდეს. სხვა ქვეყნებში გაამართლა. და პირველი ლიგა 16 გუნდიანი აქაც 4 გადადის და 4 ვარდება.

19:59 | 01.05.2014
levani82 (41682)

რომელი ფეხბურთის პოპულარიზაციაზე და განვითარებაზეა საუბარი, როცა დღეს I ლიგის ცენტრალური თამაში ბათუმი-მაჭახელა აჭარის ტელევიზიამ არ აჩვენა.

დინამო(ბთ) - მაჭახელა 4-0

20:19 | 01.05.2014
ika13 (912)

პრობლემა მარტო ეგ კი არაა, პრობლემაა ისიც, რომ ხალხმა ისიც კი არ იცის, რომ ასეთი გუნდები არსებობენ საქართველოში....

19:53 | 01.05.2014
levani82 (41682)

matri

ჩვენთან ხო ასეთი მიდგომაა მთავარია რეიტინგული გადაცემები, თორე რა საჭიროა ქართული საქმე

19:39 | 01.05.2014
levani82 (41682)

I ლიგა ძაან სუსტია

19:29 | 01.05.2014
oto_oto (3739)

ეს კაცი საერთოდ აკეთებს რამეს?

19:22 | 01.05.2014
ბაბანა თუხთუხაძე (2408)

შენ რა სახელმწიფო მეწველი ძროხა გგონია ? თუ არ მეცოდებოდეს ბ ო ზ ი შვილი ვიყო ! DDDDD

19:20 | 01.05.2014
januzaj (582)

საქართველოში არის 12გუნდი! ამ დროს შვეიცარიას, ავსტრიას და ხორვატიას 10გუნდი ყავთ უმაღლესში, პოლონეთს კი საერთოდ 8გუნდი! ამ დროს ყველა მათგანი ახერხებს ევროსაგზურების მიღებას და რატო?? ჩვენზე ცუდი სტადიონები აქვთ და მაგიტო ერიდებიან რაოდენობის გზარდას?? თუ ფინანსებშია პრობლემა??

მთავარი ის არის რო რაც ნაკლები გუნდია, მით მეტია კონკურენცია, რაც მეტია კონკურენცია და დაძაბულია ჩემპიონატი მით უფრო იზრდება მოთამაშე! ჩემი აზრით კი არუნდა გაიზარდოს რაოდენობა უნდა შემცირდეს 10გუნდამდე მაინც! ამით პირველი ლიგაშიც უფრო ძლიერი მოთამაშეები იქნებიან და უმაღლესის დონეც აიწევს!

22:52 | 01.05.2014
meleksa (1841)

16 გუნდიანში მეტი გამორჩენა ექნება ფედერაციას ფეხბურთი რომ არ ადარდებთ მაგას აღარ უნდა ლაპარაკი...

19:41 | 01.05.2014
იკა..იუვე..10 (4132)

კაცო სენ რას ედრები ავსტრიას და შვეიცარიას ))) ან თუნდაც ხორვატიას.. უკეტესი ქვეყნები ვერ ნახე მაგალითისთვის???

19:09 | 01.05.2014
levani82 (41682)

matri

თასის ფინალი დინამო-ჩიხურა ვიგულისხმე ეგ გამომრჩა

19:07 | 01.05.2014
levani82 (41682)

ქართული საფეხბურთო და სპორტული არხი აუცილებლად უნდა იარსებოს ამას რათ უნდა მტკიცება. ნუ ორივე თუ არა სპორტული მაინც

19:06 | 01.05.2014
levani82 (41682)

matri

ფეხბურთის და განსაკუთრებით ქართული ფეხბურთის მოყვარულები ტელევიზიებიდან ძაან ვიჩაგრებით. კი ბატონო საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეხლა განაახლა თამაშების ჩვენება, მაგრამ ეს "მშრალი რეპორტაჟები" საქმეს ვერ უშველის. თამაშამდე უნდა იყოს განხილვა არა მარტო ამ თამაშისა, არამედ მთლიანი ტურისა და ასევე შესვენებაზეც და თამაშის მერეც, თორე მარტო ასე საათ-ნახევრით ჩვენებას ჩვენ ფეხბურთს პოპულარიზაციაში ვერ დაეხმარება. აგერ სუპერ ლიგის 1/4 ფინალები დაიწყო და თუნდაც 1 თამაში იყო? არა. ჩვენი ტელევიზიები ქართულ სპორტს ვგულისხმობ აქ გამართულ ტურნირებს გერებად ექცევა. შარშან თასის ფინალი, რომ იყო გუნდს თასის აწევა არ აცადეს, რომ პირველმა არხმა გათიშა შეიძლება ეს უმნიშვნელოა და რა მოხდა მერეო, მაგრამ ასეთი წვრილმანებით შედგება. ჰო სამაგიეროდ სერიალებით, პოლიტიკური და გასართობი ტოქ-შოუებით ხო გაჯერებულია ეს ჩვენი "შესანიშნავი" ტელევიზიები

18:55 | 01.05.2014
emigranti77 (33455)

სიმარტლეს აბობს ესკაცი იმენა მარა აქ პოლიტიკურად უდგება ბევრი ყველაფერს და რაცარუნდა სიმართლე თვა სმაინც არეთანხმებიანDD

18:46 | 01.05.2014
matri (2779)

ამ შემთხვევაში ყიფიანის აზრს ვეთახნმები, ჯერ იმ თორმეტ გუნდს გაუკეთონ სტადიონები და ელემენტარული სავარჯიშო პირობები და მერე გაზარდონ უმაღლესი ლიგის რაოდენობა.
და თუ ასე არ მოსწონთ 12 გუნდიანი ჩემპიონატი მაშინ შეცვალონ გათამაშების ცხრილი, კონკრეტული გეგმა უნდა ჩამოყალიბდეს და ამ გეგმას უნდა მიყვეს ფედერაციაც, სამინისტროც და კლუბებიც, თორემ ასე ხომ მეც და ყველა თგვენგანი ვიტყვით რომ კლუბებს სჭირდებათ ბაზა ფინანსები მენეჯერები და ასე შემდეგ, უმაღლეს ლიგას უნდა ქონდეს ტელევიზია და არა მარტო უმაღლეს ლიგას, ხომ შეიძლება რაგბის ფეხბურთის კალათბურთის ფედერაციები სამინისტრო და მთლიანად ყველანი შეთანხმდნენ და ერთი ტელევიზია დაარსონ სადაც სხვადასხვა მატჩები გადაიცემა, კალენდარზეც შეთანხმდენ და გაანაწილო ვინ სად და როდის ითამაშებს, სხვა დღეებში კი მიმოხილვა და მატჩების განხილვა იყოს, მესმის რომ ეს საკმაოდ ძნელია და სათქმელად ადვილია მაგრამ ევროპაში ბევრ ქვეყანაში მატჩების განხილვა ხდება და ეს ძალიან მომწონს, კარგი იქნება თუ "მთვლელ სისტემას" დანერგავენ რომელიც თვლის რამდენი ირბინა მოთამაშემ და მის პროდუქტიულობას აჩვენებს, მოკლეთ ბევრი რამაა გასაკეთებელი და დროა ნელ-ნელა მაინც დაიწყონ რამის კეთება.

19:39 | 01.05.2014
იკა..იუვე..10 (4132)

ყველაფერში გეთანხმები ძმა.. თითქმის ყველა საფეხბურთო და საშვალო დონის ქვეყანა წინ მიიწევს.. ცოტა ჩვენც უნდა ვიფიქროთ პროგრესზე.

და რაც მთავარია აუცილებელია საფეხბურთო არხი, რომელზეც გავა უმაღლესი ლიგის მატჩები, ასევე რაგბის და კალათბურთის ტრანსლაციები.. ასევე ძიუდო. სეძლებისდაგვარად უნდა გაშუქდეს ქართული სპორტი!!! გასაგებია ტავიდან გაჭირდება და პრობლემებიც იქნება, მაგრამ აუცილებელია პირველი ნაბიჯის გადადგმა, მერე კი ნელ ნელა ავუღებთ ალღოს ყველაფერს

18:41 | 01.05.2014
meleksa (1841)

ეს კაცი მართალს ამბობს, რომ სანამ პროექტი არ დაიდება და არ შეფასდება პროექტი პერსპექტიულად, მანამდე 1 თეთრიც არუნდა გადაირიცხოს არსად! თუ გეგმა არ არის მაშინ ვის ან რატომ უნდა გადაერიცხოს ფული?
ამიტომ თითოეულ თგვენგანსაც კი, შეგიძლიათ დაწეროთ პ რ ო ე ქ ტ ი და თუკი იქნება ნორმალური თავის პერსპექტივითა და დეტალურობით, არავინ დაგიწუნებთ და განსახორციელებლად დაფინანსებაზე კიდე უარს არ ამბობენ.

18:34 | 01.05.2014
levani82 (41682)

თუნდაც ამ თამაშით ვიმსჯელოთ ფეხბურთელები, როგორ "გაიზრდებიან"? 10-15 წუთის მერე დამდგარი ფეხბურთი წავიდა. მეტოქე წინააღმდეგობას ვერ გიწევს და თავიდან ბოლომდე მარტო 1 გუნდი თამაშს აკონტროლებს

18:33 | 01.05.2014
alejandro (44439)

ხალხი დაიმახსოვრეთ: ფეხბურთს მართავს ფეხბურთის ფედერაცია და სპორტის სამინისტრო!

18:26 | 01.05.2014
levani82 (41682)

ერთს ვიტყვი რა. დინამოს დუბლებმა ეხლა მარტვილს 10-2 მოუგო და თამაში 10-15 წუთში დაასრულა და არ მინდა ასეთი ხშირი თამაშები, რომ იყოს ეგ კი არა პირველი ტაიმი 8-1 მორჩა. ეხლა კითხვას დასვამთ რა იყო კარში მეკარე არ ეყენათო? ხოდა არ ჯობია შტატების გაბერვას გუნდებს, რომ მიხედონ?

18:29 | 01.05.2014
arturi-baierni (24493)

რამდენიც იქნება კონკურენტუნარიანი გუნდი იმდენმა უნდა მიიღოს მონაწილეობა ასე შეიძლება დონის ამაღლება მოხდეს

18:25 | 01.05.2014
ElMadridista (62)

სანამ მინისტრი გახდებოდა ერთ ამბავში იყო,ამას გავაკეთებ იმას გავაკეთებო და ჯერ გაკეთებული მე არაფერი მინახია,მხოლოდ ლაპარაკია,საუბრები ამის იქით არაფერი კეთდება.

18:18 | 01.05.2014
M.U2015 (19400)

ადმინ ეს რაა ვითომ მიპასუხე კითხვაზეDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

18:14 | 01.05.2014
levani82 (41682)

მოდი ობიექტურად ვიმსჯელოთ და თავი დავანებოთ იმას, რომ ყიფიანი მინისტრია. აქ კომენტარები უფრო პოლიტიკურ ჭრილში იწერება, ვიდრე ობიექტურად.

18:19 | 01.05.2014
januzaj (582)

მეც მასე ვფიქრობ თორე აი კონკრეტულად რაში არეთანხმებიან თუ დაწერს ვინმე მარტო მივესალმები!! უბრალოდ კონკრეტულ სიტყვას ეკიდებიან არადა ამ დროს სწორ კონტექსტშია ნახმარი )

18:12 | 01.05.2014
levani82 (41682)

ფედერაციამ სპარტაკს ლიცენზირება, როგორ მისცა?

გუნდებმა დაინახეს მუქთა ფული და ხელის მოთბობა გადაწყვიტეს. შტატებს გაბერავენ და ინფრასტრუქტურა გვერძე დარჩებათ. ძაან საშინელი სტადიონები გვაქვს და გუნდები, როგორ გავზარდოთ? ააა მთავარია რაოდენობა და ლიცენზიას ჯანდაბამდე გზა ჰქონია? ჰო კიდევ ბათუმი და ფოთი თუ I ლიგაში თამაშობენ რა მარტვილს იქ თამაში არ ეკადრება?

18:08 | 01.05.2014
arturi-baierni (24493)

მართლაც იმდენი პრობლემაა ქართულ ფეხბურთში ამის შემხედვარე როგორ უნდა გაიზარდოს გუნდების რაოდენობა მე არ მესმის ზრდა მეტ პრობლემებს მოგვიტანს მოდი ჯერ ეს პრობლემები თანდათან მოვაგვაროთ და შემდეგ ზრდაც ეტაპობრივად მოხდება...ქვეყნებში სადაც პრობლემები საერთოდ არ არის ინფრასტრუქტურის მხრივ დანია-შვეიცარია-შოტლანდია აქ არ ფიქრობენ გუნდები დაამატონ და ქვეყანაში სადაც უამრავი პრობლემა არის ყველა მხრივ რა გაზრდაზეა ლაპარაკი სირცხვილია 12 გუნდისთვის ვერ მიგვიხედავს და მეტს რას ვითხოვთ

18:06 | 01.05.2014
levani82 (41682)

მადრიდისტა

თუ ძიუდოს დარბაზი მერიის საკუთრებაა ყიფიანმა რა უნდა ქნას?

18:08 | 01.05.2014
მადრიდისტა (17021)

ხო შეიძლებოდა ახალი დარბაზის ასაშენებლად გამოიყოს თანხა აქამდეეეე

18:10 | 01.05.2014
arturi-baierni (24493)

ახალი დარბაზის აშენება როგორც მე ვიცი უკვე გადაწყვეტილია

18:06 | 01.05.2014
levani82 (41682)

დიახ მეწველი ძროხა არაა. სიტყვაზე ეხლა კლუბში თუ 10 კაცია დასაქმებული მერე უცბად 100 და ათას კაცამდე ეგრევე ავა და ამ დროს ინფრასტრუქურას რას უშვებიან? შტატები, რომ გაიბერება მერე ვიშის, დუბლებს და აკადემიის გუნდებს რა?

18:09 | 01.05.2014
arturi-baierni (24493)

მართალი ხარ

18:06 | 01.05.2014
მადრიდისტა (17021)

ბატონო ჩამოსხმავ ერთ ადგილს რომ ისქელებ და შენ რო წველი სპორტის ბიუჯეტს მაშინ არ არის სახელმწიფო მეწველი ძროხა??? ან სამაყო ბიჭებს ერთი დარბაზი რომ არ აქვთ და თქვენ ძღებით მაშინ სად ხართ????

17:56 | 01.05.2014
riva (2859)

SportDay: თემურ ქეცბაია და აეკ-ი პირობებზე ვერ შეთანხმდნენ

17:53 | 01.05.2014
tamazi(torpedo) (108)

მაშინ არ არის მეწველი ძროხა,როცა 20-30 ათასებს იხდით ერთ ვახშამში და 180 დოლარიან კონიაკებს სვამთ? ფეხბურთს მაინც დაეხმარეთ, თქვე ახვრებო,სხვას თუ ვერაფერს აკეთებთ.მოჯდა მინისტრად და თურმე ახლა არ არის სახელმწიფო მეწველი ძროხა,როცა ლაპარაკია ფეხბურთის დახმარებებზე.

18:17 | 01.05.2014
januzaj (582)

სწორს ამბობს რაში არეთანხმები?? წინასწარ უნდა იყოს გაწერილი ეგ ფული რაში დაიხარჯება თორე შენ ჩარიცხე და მე გადავწყვეტ რაში დავხარჯავო რო იყო მაგიტოა ამ დღეში რო არის ქართული ფეხბურთი!!!

17:46 | 01.05.2014
levani82 (41682)

ლევან ყიფიანი: “სახელმწიფო მეწველი ძროხა არასოდეს გახდება”

ფედერაციას ასე უნდა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122341