სხვა

21:13 | 3.06.2013 | ნანახია 590 - ჯერ

ლევან ყიფიანი სამინისტროში წყალბურთელთა ახალგაზრდულ ნაკრებს შეხვდა

3 ივნისს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი სამინისტროში საქართველოს წალბურთელთა ახალგაზრდულ ნაკრებს შეხვდა. წყალბურთელებთან შეხვედრას საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის ხელმძღვანელები და ნაკრების მწვრთნელი ვლადიმერ ისელიძეც დაესწრნენ.

საქართველოს წყალბურთელთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა (1996-1997 წლებში დაბადებულნი) ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. ჩვენმა გუნდმა თბილისში გამართული საკვალიფიკაციო ტურნირი მოიგო და 8-15 სექტემბერს მალტაში, კონტინენტის უძლიერესი გუნდის სახელისთვის იბრძოლებს.

იოვან პოპოვიჩის ნაკრებმა პირველ ტურში მოლდოვას 16:6 მოუგო, მეორეში კი სლოვაკეთი 13:5 დაამარცხა. მესამე ტურში ქართველი ახალგაზრდები ერთ-ერთ ფავორიტს, გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და დაძაბული შეხვედრა 7:7 დასრულდა.

საქართველოს ნაკრებმა პირველი ადგილი უკანასკნელ ტურში, ჰოლანდიასთან 10:9 გამარჯვების შემდეგ მოიპოვა, თუმცა ჩვენი გუნდი ფრეს შემთხვევაშიც პირველ ადგილზე გავიდოდა, რადგან ამ თამაშამდე გერმანელებმა სლოვაკებთან დაკარგეს ქულები – 6:6.

სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრის პრესსამსახური


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:46 | 04.06.2013
davit-tg (768)

წყალბურთში კარგი თაობა მოდის,წარმატებები ბიჭებს.

09:36 | 04.06.2013
BEERTRANCE (97819)

წარმატებები ევროპაზე.

0.123564
476