ფეხბურთი

16:08 | 23.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლევან კობიაშვილი: “ძალიან ბედნიერი ვარ”

გერმანიის ბუნდესლიგის მე-6 ტურში სტუმრად “ფრაიბურგთან” ფრედ (1:1) დასრულებული მატჩის შემდეგ, ბერლინის “ჰერტას” მარცხენა მცველმა ლევან კობიაშვილმა განაცხადა, რომ ძალიან ბედნიერია, რადგან თამაშის საშუალება კვლავ მიეცა.

“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კვლავ ვითამაშე. ჩემი აზრით, ორივე გუნდისთვის, დაფიქისრებული შედეგი კანონზომიერი იყო”, – იუწყება კობიაშვილის სიტყვებს გერმანული მედია.

36 წლის კობიაშვილმა, მიმდინარე სეზონში, “ჰერტას” რიგებში ბუნდესლიგაში პირველად ითამაშა - თამაშის მე-20 წუთზე, ტრავმირებული ბრუკსი შეცვალა. განვლილი მატჩი, კობიაშვილისთვის ბუნდესლიგაში 337-ე აღმოჩნდა და ამ მაჩვენებლით, ლეგიონერებს შორის ის მეორე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116535
სარეკლამო ადგილი - 99
X x X