ფეხბურთი

22:21 | 26.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლევან კობიაშვილი: "ჯგუფიდან გასვლა რთულია, მაგრამ არა – შეუძლებელი"

 

ლევან კობიაშვილმა "მსოფლიო სპორტთან" საუბარში ევრო-2016-ის შესარჩევი ეტაპის წილისყრამდე ისურვა ასეთი ჯგუფი: გერმანია, ირლანდია, ნორვეგია, უელსი, საქართველო, სან-მარინო. როგორც იცით, პირველი და მეორე კალათებიდან ზუსტად გერმანია და ირლანდია შეგვხვდნენ. ახლა კი, "კობის" კომენტარი მთლიანად ჯგუფზე და საქართველოს ნაკრების შანსებზე:

"ძლიერი ჯგუფი შეგვხვდა და გასვლა ძალიან რთული იქნება, მაგრამ არა - შეუძლებელი. თითოეულ მატჩში სრული კონცენტრაცია და მობილიზებაა საჭირო. ჩემი ოცნებაა, საქართველოს ეროვნული ნაკრები დიდ ტურნირზე ვნახო. მომავალში დადგება დრო, როცა საქართველოში დავბრუნდები, ფეხბურთის განვითარების კუთხით ვიმუშავებ და ჩემს გამოცდილებას მოვახმარ. კონკრეტულად როდის დადგება ეს დრო, ჯერ არ გადამიწყვეტია".

ლევანმა აღნიშნა, რომ ფინალურ ეტაპზე გასვლის უნიკალური შანსია იმ მხრივ, რომ ამჯერად მესამეადგილოსნებსაც ექნებათ შანსი.

0.122206