ყაზახეთის ჩემპიონატის პირველი ლიგის საფეხბურთო “კიზილ-ჟარში” კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს.
გასულ სეზონში, პეტროპავლოვსკურ კლუბში ფორვარდი დავით ჩაგელიშვილი ასპარეზობდა, რომელმაც 20 მატჩში 9 გოლი გაიტანა. მას შეურთდა ტყუპისცალი ლევან ჩაგელიშვილი, რომელიც ამპლუით მცველია. 26 წლის მოთამაშემ, რომელიც აქამდე ლანჩხუთის “გურიაში” თამაშობდა, “კიზილ-ჟართან” კონტრაქტი 2016 წლამდე გააფორმა.