არგენტინელ ფეხბურთელს – ლეო მესის, დედამიწის ყველა წერტილში მცხოვრები გოგონებისგან თურმე, ყოველდღე უამრავი სასიყვარულო წერილი მისდის. ქალები მესის მხურვალე სიყვარულში უტყდებიან და მზად არიან, ნეტარყუჩობით აღსავსე თუნდაც ერთი ღამე გაატარონ მასთან.
როგორც მესი ამბობს, მას წერილები ქალებმა ისეთი ეგზოტიკური ქვეყნებიდანაც კი მისწერეს, როგორიც გახლავთ: მავრიკი, ბურუნდი და სომხეთი (სიტყვა: “ეგზოტიკური” მესის ეკუთვნის).
მესის არ უთქვამს, თუ რა მისწერა ჩვენი ქვეყნის მეზობლად მკვიდრმა მანდილოსანმა, მაგრამ არგენტინელი მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ყველა წერილის წაკითხვას უბრალოდ ვერ ახერხებს და იძულებულია, სასიყვარულო გზავნილების უმრავლესობა წაუკითხავად გადაყაროს.
”ბედნიერებაა, როდესაც ამდენ ქალს მოსწონხარ, მაგრამ ყველამ იცით, რომ ამჟამად, ჩემი გული დაკავებულია და ღალატი ჩემს ხასიათში არ ზის. პოპულარული ფეხბურთელი რომ არ ვიყო, ვიცი, რომ არასოდეს ვიქნებოდი ქალებისთვის ასე სასურველი. უმეტესობას მესის პოპულარობა უფრო იზიდავს, ვიდრე გარეგნული განსაკუთრებულობა. მინდა, ამ გოგონებს შევახსენო, რომ მათ ირგვლივ ჩემზე ბევრად სანდომიანი მამაკაცები მრავლადაა” - ამბობს თავმდაბალი არგენტინელი, რომელიც ამჟამად, მოდელ ანტონელა როკუზოს ხვდება და ჯერჯერობით, დაქორწინებას არ ჩქარობს.




