თამაშგარე

10:53 | 2.03.2012 | ნანახია [] - ჯერ

ლეო მესიც მეღვინე გახდა


როგორც ჩანს, ანდრეს ინიესტას მაგალითზე, უკვე სხვა კატალონიელი ფეხბურთელებიც დაინტერესდნენ მეღვინეობით. ცნობილი გახდა, რომ ღვინით დაინტერესება ”ბარსელონას” არგენტინელმა ვარსკვლავმა, ლეო მესიმაც დაადასტურა და სულ მალე, ჩია არგენტინელი მსოფლიო საზოგადოებას ახალ, მეღვინის, უფრო ზუსტად კი ღვინის მწარმოებლის ამპლუაში წარუდგება.
ღვინის ჩამოსხმა ლეო მესის საქველმოქმედო ფონდთან თანამშრომლობის პარალელურად მოხდება. არგენტინელი ფეხბურთელი ღვინის წარმოებასაც საქველმოქმედო საქმიანობას დაუკავშირებს და მისი სახელობის ღვინიდან შემოსული ფულის დიდი ნაწილი აფრიკის ღარიბ ქვეყნებში მშიერი ბავშვების დასახმარებლად გადაირიცხება.
არგენტინელი ფეხბურთელის საფირმო ღვინო ევროპის სპეციალიზებულ ღვინის მაღაზიების დახლებზე სულ მალე, ამა წლის აპრილში დაიდება. ჯერჯერობით არაა ცნობილი, თუ რა ეღირება ლეო მესის მიერ წარმოებული ღვინო, თუმცა ევროპელი ღვინის მოყვარულები ირწმუნებიან, რომ ლეოს ღვინის ფასი, 20 ევროს ალბათ არ ასცდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096516