თამაშგარე

15:42 | 8.12.2012 | ნანახია [] - ჯერ

“ლეიკერსის“ მოთამაშე - სექსუალური მოძალადე

“ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ კალათბურთელ დევინ იბენკსს გაუპატიურებაში ადანაშაულებენ. იბენკსი ისევ შარშანდელი ბრალმდების მსხვერპლია. ქალი, რომელიც, ჯერ კიდევ ერთი წლის წინათ მას სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა, დევინ ამჯერადაც უჩივლა.
მომჩივანმა ანონიმურად შეიტანა საჩივარი, ასე რომ, მისი ვინაობა უცნობია. საქმე ლოს ანჯელესის უზენაეს სასამართლოში განიხილება. ჩვენებაში საუბარია, რომ 2011 წლის სექტემბერში იბენკსმა კლუბიდან სახლში წაიყვანა დაზარალებული და ძალის გამოყენებით დაამყარა მასთან სექსუალური კავშირი.
ცნობილია, რომ ქალმა საჩივარი ლოს ანჯელესის პოლიციაში შეიტანა, სადაც საქმეს გაუპატიურების გამოძიების სტატუსი მიენიჭა, თუმცა სამხილების ნაკლებობის გამო, პროკურორმა უარი განაცხადა გამოძიების გაგრძელებაზე.
მიუხედავად პირველი უიღბლობისა, მომჩივანი იმედს არ კარგავს და სურს, სასამართლოს ძალით მიიღოს იბენკსისგან ფულადი კომპენსაცია ფიზიკური და მორალური ზარალისთვის.
საქმის განხილვა სამხილების გარეშე ხდება. ამის შესახებ თავად იბენკსისგან არანაირი გამოხმაურება არ მოყვა, ის პრესის კითხვებს უბრალოდ არ პასუხობს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092996