სტატიები

2:51 | 31.10.2012 | ნანახია [] - ჯერ

ლეიკერსი

ბოლო სეზონები: ქარწაღებულნი
ფილ ჯექსონის წასვლამ, კობი ბრაიანტის ასაკში შესვლამ, ესპანელი პაუ გასოლის სათამაშო აგრესიის შერბილებამ და კლუბის ხელმძღვანელობის მიერ სატრანსფერო ბაზარზე გამოჩენილმა გულგრილობამ, რომელთაც არც კი სცადეს ნბა-ში დამკვიდრებულ ახალი ტენდენციებისათვის მხარი აებათ, ბოლო სეზონებში “ლეიკერსი” კატასტროფამდე მიიყვანა. კლუბი ახერხებს პლეიოფში გაღწევას, თუმცა ჯერ “დალასთან” განადგურდა, წლეულს კი... როდესაც შენი ლიდერი (კობი ბრაიანტი) “ოკლაჰომასთან” მატჩში 23 არაზუსტ სროლას დააგროვებს, ენდრიუ ბაინამი ბავშურ შეცდომებს დაუშვებს, ხოლო პაუ გასოლს სათამაშო ფორმა კრიტიკას ვერ უძლებს, იქ “თანდერთან” მშრალი ანგარიშით წაგება აღარ უნდა გაგვიკვირდეს. მაიკ ბრაუნის ხელში გუნდმა დაცვითი კალათბურთის თამაში სცადა, რაც პირველ ეტაპზე ნამდვილად არ გამოუვიდა, შესაბამისად კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა სერიოზულად გადაეხალისებინა გუნდი და ენდრიუ ბაინამის მაგივრად ნბა-ს საუკეთესო ცენტრი დუვაიტ ჰოვარდი მოვიდა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს კლივლენდიდან მოყვანილი გამთამაშებელი სეშენსი ლიგის უსუსტეს გუნდში “შარლოტში” გაუშვეს, “ლეიკერსში” დირიჟორობას კი კანადელი ჯადოქარი სტივ ნეში იკისრებს. სათადარიგოთა სკამი საკმაოდ გააძლიერა ანტუან ჯემისონის დამატებამ. ახალ სეზონს “ელ ეის” გულშემატკივრები ჯეკ ნიკოლსონის თაოსნობიტ კვლავ დიდი იმედებით ხვდებიან.

მთავარი მწვრთნელი: მაიკ ბრაუნი
მაიკ ბრაუნს ერთის მხრივ ძალიან მიმზიდველი სამუშაო აქვს, მეორეს მხრივ ძალიან მძიმე საქმე აბარია. მას ძალიან სარფიანი კონტრაქტი აკავშირებს კალიფორნიულ კლუბთან, მაგრამ თუ ამ შემადგენლობით ვერ მოახერხა საჩემპიონო ბეჭდების მოგება, მაშინ მისი რეპუტაცია და სკამი ძალიან შეირყევა.
მაიკს პრობლემები საკმაოდ ბევრი აქვს. კლუბში მისული ახალი მოთამაშეებიდან გამომდინარე, ყველა თანხმდება რომ “ლეიკერსის” სათამაშო სტილი აუცილებლად უნდა შეიცვალოს, კობი ბრაინტმა განაცხადა რომ თანახმაა წინა წლებთან შედარებით გაცილებით იშვიათად მიიღოს ბურთი შეტევაში, რათა კალიფორნიული კლუბის თამაში გაცილებით უფრო გუნდური გახდეს, თუნდაც იმიტომ რომ სტივ ნეშს მიეცეს მეტი თავისუფლება, პიკენროლები გაითამაშოს “მაღლებთან”, ანდაც ჰოვარდი დატვირთოს სამწამიან ზონაში. ბრაუნმა სწრაფად უნდა გადაჭრას ყველა ეს პრობლემა, თუმცა დასაწყისი არც თუ ისე შთამბეჭდავია- გუნდმა ყველა წინასასეზონო შეხვედრა დათმო.

წინა ხაზი: სტივ ნეში, კობი ბრაიანტი, ვორლდ ფისი, პაუ გასოლი, დუაიტ ჰოვარდი
სტივ ნეში სავარაუდოდ ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა გახდება ახალ გუნდში, ვინაიდან იგი ძალიან ჭკვიანია, გამოცდილია, ძალიან კარგად აკონტროლებს გუნდის სათამაშო ტემპს, გახლავთ საუკეთესო მეპასე მთელს ლიგაში, გადამწყვეტ მომენტებში არ უჭირს თამაშის საკუთარ თავზე აღება და მნიშვნელოვანი ქულების მოპოვება გუნდისათვის, სტაბილურია როგორც საშუალო, ასევე შორი დისტანციებიდან ტყორცნებისას, 90% სიზუსტით ესვრის საჯარიმოებს, თუმცა კანადელის მთავარი პრობლემა დაცვაში თამაშია, იგი ამ ასპექტში ძალიან სუსტია და მაიკ ბრაუნს მოუწევს ისეთი ტაქტიკური სქემის მოფიქრება, რომელშიც მაქსიმალურად დამალავს საკუთარ პირველ ნომერს.
კობი ბრაიანტი დღესდღეობით “ლეიკერსის” საძირკველი გახლავთ, სწორედ მის ირგვლი არის აშენებული გუნდი და 2014 წლის ზაფხულამდე, სანამ იგი არ დაასრულებს საკალათბურთო კარიერას, ასეც დარჩება. მიუხედავად იმისა რომ იგი ნელ ნელა სოლიდურ ასაკში შევიდა, კვლავინდებურად წარმატებით უტევს მეტოქის კალათს. თუ იგი ხასიათზეა მაშინ ვინ დგას იმ საღამოს “ელ ეის” წინააღმდეგ პარკეტზე უკვე კარგავს მნიშვნელობას, რადგან “შავ მამბას” მარტოს ძალუძს იმ მატჩის მოგება, მხოლოდ მან შეძლო და ჩემბერლენის რეკორდებს შორის ჩაჯდა, დააგროვა რა მატჩში 81 ქულა, წლეულს მას სათამაშო სტილის შეცვლა მოუწევს, რაც არც თუ ისე ადვილი იქნება – თუმცა კიდევ ერთი საჩემპიონო ბეჭდის ხათრით იგი ამ მსხვერპლზე წამსვლელია.
მეტა ვორლდ ფისი ქართულად რო გადმოვთარგმნოთ მსოფლიო მშვიდობას ნიშნავს, რონ არტესტი კი ყველაზე მეტად ამ სახელს არ შეეფერება, რადგან ყველას თვალწინ დაგვიდგება, გასული სეზონის რეგულარულის მიწურულს, თუ როგორ ჩასცხო იდაყვი კისერში ჯეიმს ჰარდენს, რისთვისაც მას ხანგრძლივი დისკვალიფიკაციაც “მიარტყეს”. მიუხედავად მძიმე ხასიათისა მისი როლიც საკმაოდ მნიშვნელოვანია კლუბის ცხოვრებაში. იგი ძალიან სასარგებლოა როგორც პოზიციურ, ასევე პერსონალური დაცვისას, შეუძლია თამაშიდან გამოთიშოს ნებისმიერი ვარსკვლავი, არ აქვს მნიშვნელობა როგორი ხერხებით, მაგრამ იგი ამას ახერხებს. რიგ მომენტებში ბომბა სამქულიანებსაც აგდებს, იშვიათად მაგრამ სამწამიან ზონაშიც ვხედავთ შეტევისას, თუმცა არტესტის მიერ თამაშის მიმდინარეობისას გაწეული შავი სამუშაო ძალიან საჭიროა მაიკ ბრაუნის ფორმაციის გუნდისათვის.

წინა ხაზი: პაუ გაზოლი, დუვაიტ ჰოვარდი
ეს გახლავთ იდეალური “მაღლების” წყვილი, რომელსაც ნებისმიერი მწვრთნელი ინატრებდა,
გასოლი - ძალიან მოძრავი მძიმე ფორვარდი, რომელსაც პრაქტიკულად ყველაფერი ძალუძს: შეტევაში ერთნაირად საშიშია როგორც 3 წამიან ზონაში, ასევე საშუალო დისტანციიდან. გასული სეზონის მიმიდანრეობისას, “დენვერთან” პლეიოფის ერთ მატჩში 2 სამქულიანიც კი ჩააგდო. პაუ დაჯილდოვებულია საკალათბურთო ინტელექტით, აქვს ძალიან მაღალი პასის კულტურა, მოხსნებში და დაფარებებში კი ერთ ერთი საუკეთესოა მთელს ლიგაში.
დუვაიტ ჰოვარდი შაკილ ონილის წასვლის შემდეგ ყველაზე დომინანტურ ცენტრად იქცა, საშუალოდ მატჩში იგი 20 ქულას და 20 მოხსნას აგროვებს, რაც ძალიან მაგარი შედეგია. “ლეიკერსმა” მისი გადმოყვანით ჩემპიონობის მთავარ პრეტენდენტებში გადაინაცვლა. საკითხავია როგორ გაიყოფს იგი შეტევებში ბურთს კობი ბრაიანტთან, სავარაუდოდ ორივეს სტატისტიკური მაჩვენებლები დაიკლებს, მაგრამ თუ ჩემპიონები გახდებიან ,ამით ყველა კმაყოფილი დარჩება კალიფორნიაში.

სათადარიგოთა სკამი: სტივ ბლეიკი, დევინ იბენქსი, ანტუან ჯემისონი, ჯორდან ჰილი
კლუბის მიერ ზაფხულში განხორციელებული მეგა ტრანსფერების შედეგად ყველაზე მეტად სათადარიგოთა სკამი დაზარალდა, რადგან ფაქტიურად რეზერვის გარეშე მოუწევთ კალიფორნიელებს მომავალ სეზონში თამაში. გამთამაშებლის პოზიციას მეორე ხუთეულში კვლავ სტივ ბლეიკი შითავსებ, დევიდ იბენქსიც რიგ ეპიზოდებში მიეხმარება უკანა ხაზს, მაგრამ თუ გავითვალისწინებტ მის მიზერულ სათამაშო დროს... ანტუან ჯემისონი ყველაზე საიმედო მეექვსე მოთამაშეა დღევანდელ “ლეიკერსში”. მას ერთნაირი წარმატებით შეუძლია გასწიოს როგორც მსუბუქი, ასევე მძიმე ფორვარდის ფუნქციები. პირველ შემთხვევაში მეტოქეებს სიმაღლის ხარჯზე დაჩაგრავს, მეტოქეთა 4 ნომრებს კი სისწრაფით აჯობებს. საკმაოდ კარგი პროცენტული მაჩვენებლით ისვრის თამაშიდან, რიტაც სეუძლია მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიოს გუნდს.
ახალგაზრდა ჯორდან ჰილი ჰოვარდის შემცვლელად მოისაზრება. ჰილი ძალიან ნიჭიერი და პერსპექტიულია,ვნახოთ როდემდე გაძლებს სათადარიგოს როლში, რადგან მას ახლა ყველაზე მეტად სატამაშო დრო სჭირდება რათა გამოჩნდეს და მოუმატოს ყველა საკალათბურთო ასპექტში.

სასტარტო ხუთეული: სტივ ნეში, კობი ბრაიანტი, ვორლდ ფისი, პაუ გაზოლი, დუვაიტ ჰოვარდი

გუნდის ლიდერების სტატისტიკური მონაცემები საშუალოდ მატჩში
ქულები: ბრაიანტი 24,8
მოხსნები: ჰოვარდი 12,9
გადაცემები: ნეში 8,3
ჩაჭრები: ჰოვარდი 1,5
დაფარებები: ჰოვარდი 2,2
დაკარგვები: ნეში 3,4

დასკვნა: გუნდის ხელმძღვანელობამ თითქმის ყველა ლიდერს 2014 წლის ზაფხულამდე გაუფორმა კონტრაქტი, რადგან სწორედ მაგ დროს კობი ბრაიანტი კარიერას ასრულებს, “ელ ეის” ბოსებს კი გადაწყვეტილი აქვთ რომ სახელფასო ჭერი მაქსიმალურად გაანთავისუფლონ და მაგ დროისათვის უკვე თავისუფალი აგენტის სტატუსის მქონე რამოდენიმე მეგა ვარსკვლავი დაიმატონ, ლაპარაკია ლებრონ ჯეიმსზეც. თუმცა იქამდე ჯერ შორია, დღეს რამოდენიმე საათში მათ “დალასთან” პირველი დაპირისპირება ელით, შემადგენლობის მხრივ ხომ დღევანდელი “ლეიკერსი” ჩემპიონობის ერთ ერთი ფავორიტია, მაგრამ თუნდაც “შარლოტში” რო გადავიდეს კობი, “ბობკეთსიც” ბეჭდების მოპოვების პრეტენდენტები გახდებიან.

გიორგი ბარბაქაძე

0.126597