დასრულდა ჰოლანდიის ჩემპიონატის 34-ე ტური, ანუ რეგულარული სეზონი. არნემის “ვიტესმა”ბოლო ტურში “უტრეხტთან” გასვლაზე 1:2 წააგო და მეექვსეზე გავიდა, თუმცა “ჰერენვენთან”, “გრონინგენთან” და “ალკმაართან” ერთად იბრძოლებს ევროპის ლიგაზე გასასვლელი საგზურისთვის. ეს პლეი-ოფის გზით.
“უტრეხტთან” გურამ კაშია 77-ე წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს და მის ნაცვლად ვაკო ყაზაიშვილი შევიდა. არნემულმა კლუბმა ბოლო ტურები აშკარად ჩააგდო, არადა იყო დრო, როცა ერედივიზიონს ლიდერობდა.
თურქეთში შოთა არველაძის “ქასიმფაშამ” სტამბულში 1:2 წააგო “ბეშიქთაშთან” და მეექვსე ადგილზეა, ანუ ჯერ კიდევ აქვს შანსი, რომ ხუთეულში შევიდეს და ევროტურნირების საგზურიც მოიპოვოს.
“ქაისერისფორი” გვიან გამოფხიზლდა: გასვლაზე 4:1 მოუგო “ესქიშეჰირს”, თუმცა გავარდნას ვეღარ დააღწევს თავს. ზურაბ ხიზანიშვილი მენისკის ტრავმის გამო ვერ თამაშობს.
ბუნდესლიგაში “ვერდერი”-“ჰერტას” მატჩის განაცხადში არ ყოფილა ლევან კობიაშვილი. ბერლინელებმა 0:2 წააგეს და მეათე ადგილზე არიან. ერთი ტური დარჩა და “კობი” “ჰერტა”-“დორტმუნდის” შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.
როგორც იცით, ეს ლევანის ბოლო თამაში იქნება პროფესიონალურ კარიერაში... იმ “დორტმუნდთან” ჩაატარებს, რომელთანაც გასვლაზე ბრწყინვალედ გაისარჯა და მრისხანე რობერტ ლევანდოვსკი გაანეიტრალა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ვიტესმა ძალით წააგო.ყველაზე მაიმუნი გუნდია გალანდიაში :/
ისეთი ბილეთი გამიფუჭა ვიტესმა მეტი არ შეიძლება. ჰერენვენსა და მაგათ შორის გავაკეთე არჩევანი და როგორც ჩანს არასწორი
დავაი კაშია დაახვიე მაგ ღლე.... გუნდიდა ფუ გამაგიჟეს რა სუფთა ტოტალიზატორის გუნდი თუ არ იყოს რამდენჯერ უნდა გამიტეხოს
გაიხსნა ფეისბუქზე ახალი გვერდი High Sport , სადაც თვალს მიადევნებთ სპორტის უახლეს და მნიშვნელოვან მოვლენებს. მიიღეთ ჩვენგან დღის სიახლეები.
LIKE LIKE
0?'>https://www.facebook.com/HighSp0rt':'>https://www.facebook.com/HighSp0rt'))