ფეხბურთი

21:31 | 23.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლეგიონერების ამბები

რუსეთის პირველ დივიზიონში აკაკი ხუბუტიას “მორდოვიამ” გასვლაზე 0:0 ითამაშა “ანგუშტთან”. ქართველმა მცველმა 90 წუთი დაჰყო მინდორზე და გაფრთხილებაც მიიღო. “მორდოვია” ლიდერია და თითქმის განაღდებული აქვს პრემიერლიგის საგზური.

აზერბაიჯანში “ყარაბაღმა” 3:0 აჯობა “სუმგაითს” და 10-ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს. ნიკა გელაშვილს ტრავმა აქვს, ხოლო ჯაბა დვალი სათადარიგო გახლდათ და კვლავ არ უთამაშია.

ლაშა კასრაძის აზალ-მა შინ 1:2 წააგო “ბაკისთან” და მერვე საფეხურზეა. კასრაძემ 90 წუთი ითამაშა და ყვითელი ბარათიც მიიღო.

გიორგი ჩიხრაძის გაწვრთნილმა “სიმურგმა” სტუმრად 3:1 აჯობა მდიდარ ლენქორანის “ხაზარს” და მეექვსე ადგილზეა.

კვიპროსზე, “ანორთოსისის” საცოდაობა გრძელდება. შოთა გრიგალაშვილის გუნდმა ამჯერად შინ 0:3 წააგო აელ-თან. ქართველმა ნახევარმცველმა ბოლო ნახევარი საათი ითამაშა.

უკრაინაში ჯაბა ლიპარტიას “ზორიამ” შინ 0:4 წააგო დონეცკის “მეტალურგთან”. მე-20 წუთიდან 10 კაცით იყო “ზორია”, ლიპარტიამ კი შეუცვლელად ითამაშა. “ზორია” მერვეზეა.  

“კარპატიმ” “ჰოვერლასთან” სტუმრად 0:1 წააგო. ბუბა დაუშვილმა 90 წუთი დაჰყო მინდორზე. ლვოველები მეათე ადგილზე არიან.

0.119025