თამაშგარე

11:54 | 14.01.2012 | ნანახია [] - ჯერ

ლებრონ ჯეიმსი უღელს იდგამს

ამერიკელი კალათბურთელი, NBA-ს ვარსკვლავი ლებრონ ჯეიმსი ქორწინდება. მისი რჩეული, მისივე თანაკლასელი და დიდი ხნის მეგობარი სავანა ბრინსონია, რომელსაც სკოლის მერხიდან ხვდებოდა. ლებრონ ჯეიმსმა ეს ამბავი თავის გულშემატკივრებს მისი”მაიამისა” და “შარლოტის” მატჩამდე გაუმხილა.
როგორც ხდება ხოლმე, ეს ამბავიც სწრაფად გავრცელდა და წყვილი მილოცვების მიღებას ვეღარ აუდის. მისალოც წერილებს იღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, როგორც მეგობრებისგან და ნაცნობებისგან, ასევე უცნობი ადამიანებისგანაც. “კლიპერსის“ მცველმა კრის პოლმა მეგობარს ტვიტერით მიულოცა: “მთელი გულით გილოცავთ ნიშნობას. ძალიან მახარებს ის ბედნიერი წუთები, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში იქნება”. წყვილმა უამრავი ასეთი შეტყობინება მიიღო და ისინი თავს ძალიან ბედნიერად გრძნობენ.
ლებრონი და სავანა, როგორც უკვე გითხარით, დიდი ხანია, ერთად არიან და სანამ ურთიერთობას გააოფიციალურებდნენ, უკვე ორი შვილის ყოლაც მოასწრეს - 7 წლის ლებრონ-უმცროსი და 4 წლის ბრიუს-მაქსიმუსი. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, ნეფე-პატარძალს ბედნიერება და სიცოცხლის ბოლომდე ერთად ყოფნა ვუსურვოთ, რაც, პოპულარულ ადამიანებში ასე თითზე ჩამოსათვლელია.
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.161967