სუპერლიგის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი კალათბურთელი, ფორვარდი ლაშა კეშელავა (28.01.80, 200სმ, წონა 97) მშობლიურ კლუბ “ბათუმი-რსუს” დაუბრუნდა.
ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “ბათუმი-რსუს” მთავარმა მწვრთნელმა მიხეილ კობეშავიძემ განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ 2012-13 წლების სეზონის დასრულების შემდეგ, კეშელავას დამატების სურვილი საქართველოს ჩემპიონმა და თასის მფლობელმა “შსს აკადემიამ” გამოთქვა. კეშელავამ “შსს აკადემიაში”რამდენიმე თვე ივარჯიშა. საბოლოოდ, კალათბურთელსა და “შსს აკადემიას” ურთიერთთანამშრომლობა არ შედგა. აღნიშნულიდან გამომდინარე ლაშა ისევ “ბათუმი-რსუს” დაუბრუნდა, სადაც კარიერის ყველაზე დიდი ნაწილი აქვს გატარებული.