ფეხბურთის ქომაგთათვის კარგად ცნობილი პარაგვაელი ლამაზმანი, ძუძუმათათა გამოჩენით სახელგანთქმული და სხეულის ფორმებით გულისშემღონებელი ლარისა რიკელმე არა და არ ისვენებს და კიდევ ერთხელ აგდებს შოკში საზოგადოებას.
როგორც პარაგვაის საფეხბურთო ნაკრების თილისმად სახელდებული ლარისა ამბობს, ჭორი იმის შესახებ, რომ თითქოს მას ლესბოსური მიდრეკილებები გააჩნია, სიმართლეს არ შეესაბამება და მას მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცები უყვარს, იზიდავს, სწყურია და აინტერესებს.
ლარისა რიკელმეს ლესბოსელობის შესახებ ჭორი მას შემდეგ გავრცელდა, როდესაც ერთ-ერთმა უცნობმა პარაგვაელმა მოდელმა, სახელად ადელინამ განაცხადა, რომ მას ლარისასთან ლესბოსული მტლაშა-მტლუში ქონდა. რიკელმე კი იფიცება, ქალის ძუძუ ჩემგან შორსააო. მოდი და გაიგე სიმართლე...