ფეხბურთი

22:17 | 12.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

"ლაციო" აფელაით დაინტერესდა

 

იტალიური მედიის ცნობით, რომის "ლაციო" კატალონიის "ბარსელონას" შემტევი ნახევარმცველით იბრაჰიმ აფელაით დაინტერესდა.

როგორც მოგეხსენებათ, "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობა გუნდის წმენდას აპირებს და გასაშვებ ფეხბურთელებს შორის ჰოლანდიელი ფეხბურთელიცაა.

ჯერჯერობით უცნობია, როგორი სახის ტრანსფერი განხორციელდება იტალიურ კლუბსა და "ბარსელონას" შორის.

28 წლის ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა კატალონურ კლუბში ფეხი აშკარად ვერ მოიკიდა. "ბარსელონას" მაისურით ყველა ტურნირზე 35 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

2012/13 წლების სეზონში გერმანულ "შალკეშიც" იყო განათხოვრებული და 15 მატჩში თავი ოთხჯერ გამოიჩინა.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონამ" იბრაჰიმ აფელაი 2011 წელს პსვ-დან 2.4 მილიონ ევროდ შეიძინა. ჰოლანდიელ ნახევარმცველს კლუბთან კონტრაქტი 2015 წლის ზაფხულში ეწურება.

ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 5 მილიონ ევროდაა შეფასებული.

გიორგი ბალახაძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.098207