რუსეთის საფეხბურთო პრემიერლიგაში მოასპარეზე ყაზანის “რუბინის” ფიზმომზადების მწვრთნელმა ევგენი ბონდარენკო აღნიშნა, რომ ქართველ ლეგიონერს სოლომონ კვირკველიას საუცხოო დისტანციური სისწრაფე აქვს.
“სოლომონ კვირკველია არცთუ ცუდად დარბის. მას საუცხოო დისტანციური სისწრაფე აქვს. თუმცა, ბურთით ყველაფერს ცოტა უფრო ნელა აკეთებს” – განაცხადა ბონდარენკომ sport.business-gazeta.ru-სთან საუბარში.
მიმდინარე სეზონში, კვირველიას გასულ წლებთან შედარებით რუსეთის პრემიერლიგაში უფრო ხშირად ათამაშებენ. მან 9 მატჩი ჩაატარა. კვირკველიამ შეცვლაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაშიც ითამაშა თბილისში ლიხტენშტაინთან მოგებულ (2:0) ამხანაგურ მატჩში.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ყოჩაღ სოლომონ მოუმატე ნაღდი ნაკრების წევრი გახდები
ბერდიევი თუ აყენებდა სასტავში ბილალეტდინოვი მგონი არ ენდობა, ნეტა ვცდებოდე, ლობჟანიძე ხუბუტია კაშია გრიგალავა და კვირკველიები აი თემურას 6 დამცველი რომლების იმედიც აქვს, ამისულა ხიზანას წასვლის შემდეგ
lasha.qobalia
ქეცბა, როგორც გადაწყვეტს სავაშა ხო ყველაფერში ეთანხმება. ვთქვათ და ერთ დღესაც გველესა, რომ გამოიძახოს მერე ეს სავაშაც დაეთანხმება იყოსო
სად ნახე რომ ყველაფერში ვეთანხმები?! ერთჯერ და ორჯერ გამიკრიტიკებია?! შენ ერთხელ გითხარი უკვე, როგორც უცხო ადამიანს ისე მელაპარაკე თქო! ძალიან ნუ მომიშინაურდი.
კიდევ უნდა გამოიძახოს და უნდა გახდეს ნელ-ნელა ნაკრების წევრი
გველესიანი გამოძახებაც კარგი იქნება
გველესიანის ბომბარდირული თვისებები, დაცვის ცენტრში არაფრად გვარგია. უსუსტესი მცველია.
კარგი,ეგ მხოლოდ შენ აზრია