ფეხბურთი

13:26 | 2.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

კვიპროსზე “ქართული” დერბი “ომონიამ” მოიგო

საბერძნეთის საფეხბურთო სუპერლიგის (უმაღლესი ლიგა) მე-2 ტურში, კრეტას ოფი, რომელშიც გიორგი ლორია გამოდის, შინ “ვერიასთან” 0:1დამარცხდა. საქართველოს ეროვნული გუნდის მეკარემ მატჩი შეუცვლელად ჩაატარა. 2 ტურის შემდეგ, ჯენარო გატუზოს მიერ გაწვრთნილ ოფი-ს 3 ქულით 18 გუნდში მე-10 ადგილი უკავია.

კვიპროსის პირველი დივიზიონის მე-2 ტურში “ქართული” დერბი შედგა. ნიქოზიას “ომონიამ” ფამაგუსტას “ანორთოსისს” უმასპინძლა და 3:2 გაიმარჯვა. მარჯვენა მცველმა უჩა ლობჟანიძემ მასპინძლებში შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათიც მიიღო. შემტევი ნახევარმცველი შოთა გრიგალაშვილი მოედანზე 58-ე წუთზე გამოჩნდა. ნახევარმცველებმა ირაკლი მაისურაძემ და გიორგი აბურჯანიამ “ანორთოსისში” 90-90 წუთი იასპარეზეს. “ომონიას” 3 ქულით 12 გუნდში მე-5 ადგილი უკავია, ხოლო “ანორთოსისი” უქულოდაა და ბოლოსწინა პოზიციაზეა.

0.140276