ფორვარდი გიგა კვეტენაძე (1990.16.01, 202სმ, 95კგ) ქვეყნის ექსჩემპიონ “არმიაში” ჩაირიცხა. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” თავად კვეტენაძემ განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ კვეტენაძემ 2012-13 წლების საკალათბურთო სეზონი სუპერლიგის აწ უკვე ყოფილ წევრ სტუ-ში გაატარა, სადაც გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო.
22-ე ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე 11 გუნდს შორის სტუ მე-11, ხოლო “არმია” მე-3 ადგილზე გავიდა. სხვადასხვა მიზეზით სტუ და კიდევ ორი სტუდენტური კლუბი თსუ და თსსუ წლევანდელ სუპერლიგაში აღარ მონაწილეობენ.