ვაჟთა პირველი ლიგის მეხუთე ტურში ლიდერთა ოთხეული ერთმანეთს დაუპირისპირდა და ორივე პარტია შედეგიანი გამოდგა. შავი ფერის ფიგურებით მოთამაშე ზურაბ ჯავახაძემ (2446) და დავით ლომსაძემ (2343) რეიტინგით უპირატესი დავით ჯოჯუა (2545) და გიგა ყუფარაძე (2484) დაამარცხეს და ტურნირსაც სათავეში ჩაუდგნენ.
ლიდერები მომდევნო ტურში ერთმანეთს შეხვდებიან და თეთრი ფიგურებით ჯავახაძე ითამაშებს. გასულ ტურში მიკროსენსაცია დაფიქსირდა საერთაშორისო ოსტატ ნიკა შავთვალაძის (2400) და ნინო ხომერიკის (2076) შეხვედრაში, რომელიც სუსტი სქესის წარმოამდგენლის გამარჯვებით დასრულდა.
მდგომარეობა 5 ტურის შემდეგ: 1-2. ლომსაძე, ჯავახაძე – 4.5 ქულა; 3-5. დავით ბენიძე, შოთა აზალაძე, ნინო ხომერიკი – 4 ქულა;
მეექვსე ტურის შეხვედრები:
ჯავახაძე – ლომსაძე
ბენიძე – ხომერიკი
ჯოჯუა – აზალაძე
ყუფარაძე – ჭიღლაძე







