ცნობილი უკრაინელი ფეხბურთელის, ანდრეი შევჩენკოს ცოლი კრისტენ პაზიკი, ანდრეისთან გატარებულ პერიოდზე წიგნის დაწერას აპირებს. ყოფილი მოდელი ამბობს, რომ მას ქმართან მხოლოდ და მხოლოდ კარგი მოგონებები აკავშირებს და არ აპირებს ფეხბურთელზე აუგის დაწერას.
იყო დრო, როდესაც კრისტენ პაზიკი მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლამაზმანი იყო და მისი სახელი ყველას ეკერა პირზე. ეს, რასაკვირველია, ანდრეის ჯერ საყვარლობის, შემდეგ კი ცოლობის დამსახურებაც იყო, მაგრამ თვალებს ვერ დავხუჭავთ პაზიკის სხეულის ესოდენ მიმზიდველ ფორმებზეც.
კრისტენ პაზიკი ანდრეისთან დაკავშირებულ ერთ სასაცილო ამბავსაც იხსენებს. როდესაც ანდრეი შევჩენკო ”მილანში” თამაშობდა, თურმე, მილანური კლუბის მფლობელ სილვიო ბერლუსკონის ერთ-ერთ მიღებაზე კრისტენისთვის უთქვამს: ”შენ რომ გიყურებ, თავი მიხრწნილი მოხუცი მგონია და გული მტკივდებაო”. სილვიო კი, ნამდვილად ეტყოდა ამას...







