ლეო მესი თავის მუდმივ მეტოქესა და კონკურენტს, პორტუგალიელ კრიშტიანუ რონალდუს, რაშიც კონკურენციას ვერ გაუწევს, ეს გარეგნული სილამაზე და სიკისკისეა. ცნობილი ბულვარული ჟურნალები პორტუგალიელ შემტევს ერთმანეთის მიყოლებით ასახელებენ 2012 წლის ყველაზე სექსუალურ სპორტსმენად.
რამდენიმე დღის წინ, პოპულარულმა ამერიკულმა ჟურნალმა “ფიფლმა“ ჟოზე მოურინიოს შეგირდი წლის ყველაზე სექსუალურ და მომხიბვლელ სპორტსმენ მამაკაცად დაასახელა და მადრიდში ამ ტიტულის აღმნიშვნელი სპეციალური პრიზიც გაუგზავნა.
სექსუალურ სპორტსმენ მამაკაცთა პირველ ათეულში რონალდუს გარდა, ასევე მოხვდნენ კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი, ჩოგბურთელი ენდი მარეი, მოცურავე ნატან ედრაინი და სხვები... ფაქტია, რომ მსგავს გამოკითხვებში, ყურადღება სპორტსმენის გარეგნობასთან ერთად, მის ცნობადობასაც ექცევა, რაც გასაკვირი, ალბათ, არავისთვისაა.







