ფეხბურთი

16:56 | 30.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“კრილიას” თავკაცი: “გრიგალავა თავს არცთუ კარგად გრძნობდა”

სამარას “კრილია სოვეტოვის” მთავარმა მწვრთნელმა გაჯი გაჯიევმა რუსეთის პრემიერლიგის მე-3 ტურში, მახაჩყალის “ანჟისთან” გია გრიგალავას უთამაშებლობის მიზეზი განმარტა.

“გრიგალავა თავს არცთუ კარგად გრძნობდა. ამიტომ, არ ვათამაშე” – იუწყება გაჯიევის სიტყვებს რუსული პრესა.

განვლილი მატჩი 1:1 დასრულდა და ქართველი ფეხბურთელი მხოლოდ 18-კაციან განაცხადში ყოფნით შემოიფარგლა. სამაგიეროდ, სრულად ითამაშა კიდევ ერთმა მცველმა ალექსანდრე ამისულაშვილმა და ის მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.124714