ფეხბურთი

14:27 | 4.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“კრილია სოვეტოვის” თავკაცი: “გრიგალავამ გაგვაძლიერა”

რუსეთის “კრილია სოვეტოვის” მთავარმა მწვრთნელმა გაჯი გაჯიევმა ეკატერინბურგის “ურალთან” მოგებული (3:1) მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ახალწვეულები გია გრიგალავა და რუსლან აჯინჯალი გუნდს გააძლიერებენ.

“უდავოა, რომ ეს ფეხბურთელები დაგვეხმარებიან. მათ “კრილია” გააძლიერეს. რაც შეეხება მატჩს, ერთსაც და მეორესაც უკეთ თამაში შეუძლიათ. მესამე გოლი სწორედ გრიგალავას პასის შემდეგ გავიტანეთ. მას კაბაიერო კარგად გაეხსნა. ვფიქრობ, გრიგალავა მარცხენა ფრთის წარმატებით “დაკეტვაში” დაგვეხმარება. როგორც ცნობილია, ბრუნო ტელესი გამოგვაკლდა, რომელიც მხოლოდ გაისად გამოჯანმრთელდება”, – იუწყება გაჯიევის სიტყვებს სამარელთა ოფიციალური ვებგვერდი.

შეგახსენებთ, რომ გრიგალავამ, რომელიც მომავალი სეზონისთვის ნიჟნი ნოვგოროდის “ვოლგაში” ემზადებოდა, ორი დღის წინ “კრილია სოვეტოვს” მიაშურა და 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116869