ლევან კორღალიძე დიდი ალბათობით კარიერას გორის “დილაში” გააგრძელებს.
“მსოფლიო სპორტისთვის” ცნობილი გახდა, რომ უახლოეს პერიოდში კორღალიძე გორელებთან კონტრაქტის პირობებს შეათანხმებს და საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპს “დილაში” გაატარებს.
33 წლის შემტევმა ნახევარმცველმა ჩემპიონატის საშემოდგომო ნაწილი რუსთავის “მეტალურგში” ჩაატარა. დეკემბერში მას კონტრაქტი ამოეწურა, მაგრამ ქვემოქართლულ კლუბში შემქნილი არცთუ სახარიელო ფინანსური მდგომარეობის გამო, კორღალიძეს ახალი ხელშეკრულება ვერ შესთავაზეს.