ლევან კობიაშვილს ბერლინის “ჰერტადან” 10 მაისს გააცილებენ. ამის შესახებ ინტერნეტპორტალი spox.com-ი იუწყება.
ამ დღეს ბერლინელები მიმდინარე სეზონში ბოლო საშინაო მატჩს ჩაატარებენ და მათი მეტოქე დორტმუნდის “ბორუსია” იქნება.
თავად ქართველმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ კარიერის ასეთი დასასრული საუცხოო იქნება. მისი თქმით, “ჰერტადან” წასვლის შემდეგ, ბუნდესლიგის სხვა კლუბში გადასვლას აღარ გეგმავს.
კობიაშვილს ბერლინელებთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება და გერმანული კლუბის ხელმძღვანელობა მასთან ხელშეკრულების გაგრძელებას არ აპირებს.