გერმანიის II ბუნდესლიგაში "ჰერტამ" გასვლაზე 3:2 აჯობა "ზანქტ პაულის". მიუხედავად იმისა, რომ ბერლინელებმა წინა ტურში იზეიმეს ბუნდესლიგის საგზურის განაღდება, მასპინძლებთან მოშვებულნი არ გავიდნენ. ლევან კობიაშვილმა კი შეუცვლელად ითამაშა და საგოლე პასიც გააკეთა - თანაც, ბოლო წუთზე.
"კობიმ" მარცხნიდან ჩააწოდა და სანდრო ვაგნერმა ბრწყინვალე დარტყმით გამარჯვება მოუტანა დედაქალაქელებს.
(ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=GD4O6lo0dw4)
"ზანქტ პაულიში" არ უთამაშია აკაკი გოგიას - განაცხადში გახლდათ.
ჰოლანდიის ერედივიზიონში არნემის "ვიტესმა" შინ იოლად აჯობა აუტსაიდერ "ვილემ II"-ს - 3:1. მასპინძლები 3 ბურთით იგებდნენ და ბოლოს გაუშვეს. გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათიც მიიღო. ვაკო ყაზაიშვილი კი განაცხადში არ ყოფილა.
"ვიტესი" მე-4 ადგილზეა, წინ კი 3 ტურიღაა დარჩენილი. არნემელები 6 ქულით ჩამორჩებიან ლიდერ "აიაქსს" და 2 ქულით - პსვ-სა და "ფეიენოორდს".
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
საღორ კობი!!!
ჯერ შაბათს მაგრად გამახარა 19წლის ნაკრებმა!რუსებთან გამარჯვებით წინა მარცხები დამავიწყეს!!!მერე კვირა-ძიუდოისტებმა დააგვირგვინეს -ისევ რუსებთან -4-1!
პ.ს.სპორტალმა დაწერა პორტუგალიის ნაკრებთან ჩვენი 19წლის ნაკრების მატჩის ფრაგმენტები პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის საიტზე ვნახეთ-ჩვენს ნაკრებს 4-ჯერ ერთი ერთზე,მერე კიდევ 3 ასპროცენტიანი მომენტი ,მაგრამ 2 ბავშვური შეცდომა დაცვაშიო..
ვერაფრით ვერ ვნახე თამაშების ფრაგმენტები და იქნებ თქვენ(ადმინს და გულშემატკივრებს)ნახოთ და დადოთ საიტზე.გმადლობთ
19წლის ნაკრები ამ გამარჯვებათ საფუძველს ჩაუყრის გამარჯვებათა სერიას და ელიტ-რაუნდში პირველი ადგილით გაგვახარებს და მომავალშიც ...2018წელს მოსკოვში ,ლუჟნიკებში გამარჯვებით დააგვირგვინებს!!!
ჭანტურია სადაა?
ჩემპიონობა ნაადრევია ვიტესისთვის სამეულში თუ შევა მაგარი შედეგი იქნება. კობი ჯიგარია
კობი კარგი ხარ!
საყოლ კობი, კობის ჩემპ ლიგაზე გადანილი სამი გოლი გუშინდელი დღესავით მახსოვს და კიდევ ბაიერს რო ტხარა შიგ 9 ში
ჩემპიონთა ლიგაზე როგორ გადიან ჰოლანდიიდა?
ჩემპიონი ეგრევე და მეორე ადგილოსანი საკვალიფიკაციოდან
იხარა შენმა გამზრდელმა კობი--უდიდესი პიროვნება და სპორტსმენი ხარ
ყოჩაღ კობი.. მიდი რეკორდი უნდა მოხსნა ბუნდესლიგაში.....
ჩვენთვისაა კარგი რომ გავიდეს ვიტესი მაგრამ ჰოლანდიისთვის არა
ყოჩაღ კობის,ეს კაცი ნაკრებს ჭირდება ასეთ დონეზე ვერცერთი ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი ვერ თამაშობს,ვიტესს რაც შეეხება გუნდს არ აქვს გამარჯვებულის მენტალიტეტი,რამდენჯერაც შეეძლო გადასულიყო პირველ ადგილზე იმდენჯერ დაკარგეს ქულები
საღოლ კობიიი ! ვიტესს რაც შეეხება 9 ქულის არ აღება უფრო ძნელი იქნება ვიდრე აღება და პსვ მ და ფეინოორდმა შეიძლება წაიფორხილონ ასე რომ ჩემპიონთა ლიგა შესაძლებელია !