ფეხბურთი

0:40 | 20.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

კობიაშვილის საათი და 3 ქულა

გერმანიის ბუნდესლიგის მე–9 ტურში, იურგენ კლოპის „დორტმუნდმა“ „ჰანოვერს“ უმასპინძლა და გამარჯვების მოსაპოვებლად გოლიც ეყო. მატჩის დებიუტში, დორტმუნდელთა ერთ–ერთმა ლიდერმა მარკო როისმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და თავის გუნდს მშვიდად თამაშის საშუალება მისცა.

მოსალოდნელი იყო, რომ როისის გოლი უკანასკნელი არ იქნებოდა და „სიგნალ იდუნა პარკზე“ შეკრებილი მაყურებელი კიდევ არაერთხელ გაიხარებდა, მაგრამ ასე არ მოხდა – მასპინძლებმა მინიმალური ანგარიშით იმარჯვეს.

უსიამოვნო პირველი ტაიმის შემდეგ,მიუნხენის „ბაიერნმა“ „მაინცის“ დიდი ანგარიშით დამარცხება მოახერხა. შეხვედრის პირველი ნახევრის მიწურულს, პეპ გვარდიოლას გუნდმა გოლი გაუშვა და ტაიმი დათმო, მაგრამ დასკვნით 45 წუთში, სიტუაციის გამოსწორება შეძლო.

50–ე წუთზე, არიენ რობენი მეკარესთან პირისპირ დარჩა და მისგან შორეულ კუთხეში მოათავსა ბურთი. ორიოდ წუთში, ტომას მიულერმა მიუნხენელები უკვე წინ გაიყვანა და ეჭვი აღარავის ეპარებოდა იმაში, რომ „ბაიერნი“ ქულას აღარ დათმობდა. ასეც მოხდა – მასპინძლებმა ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაამყარეს – ჯერ მარიო მანჯუკიჩმა იხეირა, შემდეგ კი, მიულერმა პენალტი გამოიყენა და დუბლი გაიფორმა – 4:1.

სასიხარულოა, რომ ბერლინის „ჰერტას“ რიგებში, პირველსავე წუთებიდან ითამაშა ლევან კობიაშვილმა. ვეტერანმა ქართველმა მოედანზე ერთი საათი გაატარა, რის შემდეგაც, შეცვალეს. კობიაშვილმა ყვითელი ბარათი მიიღო, მისმა გუნდმა კი, მინიმალური ანგარიშით იმარჯვა.

უგოლო მატჩი შედგა ბრემენში, სადაც „ვერდერმა“ „ფრაიბურგი“ მიიღო. გუნდებმა ერთმანეთის კარს გასაღები ვერ მოარგეს და ფრეზე გაიყარნენ. საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა „აინტრახტისა“ და „ნიურნბერგის“ მატჩშიც – გუნდებმა გოლები და, შესაბამისად, ქულები გაცვალეს – 1:1.

პირველ ბუნდესლიგაში გადასულმა „ბრაუნშვაიგმა“ გელზენკირხენის „შალკეს“ უმასპინძლა და უხვგოლიან მატჩში, დამარცხდა. მასპინძლები ორჯერ იგებდნენ, მაგრამ გელზენკირხენელებმა ანგარიშიც გაათანაბრეს და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, 3 ქულაც მოიპოვეს.

 

დორტმუნდი. „სიგნალ იდუნა პარკი“. 80645

დორტმუნდი – ჰანოვერი 1:0 (1:0)

დორტმუნდი: ვაიდენფელერი, სუბოტიჩი, პაპასტატოპულოსი, დურმი, შაჰინი, ბენდერი, მხითარიანი (ჰოფმანი 80), გროსკროიცი, როისი (ბლაშჩიკოვსკი 66), ობამეიანგი (შიბერი 90), ლევანდოვსკი.

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

ჰანოვერი: ცილერი, შულცი, მარსელო, პოკონიოლი (ბიტენკორტი 46), საკაი (შლაუდრაფი 77), ანდეასენი, სანე, ჰუსტი, შტინდლი, პრიბი, სობეხი (კადახი 68).

მწვრთნელი: მირკო სლომკა

გოლი: 1:0 როისი (4)

გაფრთხილება: ვაიდენფელერი (90) – საკაი (3), სობეხი (7), სანე (32)

კარში დარტყმა: 18 (12) – 10 (4) ჯარიმა: 12 - 18 კუთხური: 10 - 2 თამაშგარე: 2 - 1 ბურთის ფლობა: 52% - 48% სეივი: 4 – 11

 

ბრემენი. „ვეზერშტადიონი“. 40423

ვერდერი – ფრაიბურგი 0:0

ვერდერი: მილიცი, პრედლი, კალდიროლა, გარსია, ფრიცი, მაკიადი, ჰანტი, ელია, იუნუზოვიჩი (ილდირიმი 80), კროოსი, პეტერსენი (ლორენცენი 90).

მწვრთნელი: რობინ დუტი

ფრაიბურგი: ბაუმანი, დიანე, გიუნტერი, გინტერი, შუსტერი, პილარჟი (კოკლენი 69), ჰეფლერი (ფერნანდესი 83), შმიდი, კლაუსი (ცუკი 74), ფრაისი, მეჰმედი.

მწვრთნელი: კრისტიან შტრაიხი

გაფრთხილება: გარსია (69) – ჰეფლერი (30), დიანე (67)

კარში დარტყმა: 17 (8) – 11 (4) ჯარიმა: 21 - 13 კუთხური: 7 - 9 თამაშგარე: 1 - 5 ბურთის ფლობა: 49% - 51% სეივი: 4 – 8

 

ფრანკფურტი. „კომერცბანკ არენა“. 50345

აინტრახტი – ნიურნბერგი 1:1 (0:0)

აინტრახტი: ტრაპი, რუსი, სამბრანო, ოჩიპკა, ანდერსონი, იუნგი, ბარნეტა, მაიერი (ლანიგი 84), აიგნერი (ჩელოცი 63), როდე (ლაკიჩი 88), კადლეცი.

მწვრთნელი: არმინ ფე

ნიურნბერგი: შეფერი, პინოლა, პოგატეცი, ნილსონი, ჩენდლერი, პლატენჰარდტი (მაკი 60), ჰასებე, გლოუშეკი, კიოტაკე (დრმიჩი 68), შტარკი, პეკჰარტი (კოლაკი 79).

მწვრთნელი: როგერ პრინცენი

გოლი: 1:0 კადლეცი (50), 1:1 დრმიჩი (87)

გაფრთხილება: ანდერსონი (37), სამბრანო (68) – პეკჰარტი (26), ნილსონი (74)

კარში დარტყმა: 13 (3) – 8 (4) ჯარიმა: 22 - 14 კუთხური: 6 - 1 თამაშგარე: 1 - 3 ბურთის ფლობა: 61% - 39% სეივი: 3 – 2

 

მიუნხენი. „ალიანს არენა“. 71000

ბაიერნი – მაინცი 4:1 (0:1)

ბაიერნი: ნოიერი, ლამი, რაფინია (გიოტცე 46), ბოატენგი, დანტე (ალაბა 43), კონტენტო, რობენი, შვაინშტაიგერი, კროოსი, მიულერი, მანჯუკიჩი (კირჰგოფი 74).

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

მაინცი: ვეტკლო, ნოვესკი, სვენსონი (ჩჟუ–ჩუ 57), პოსპეხი, დიასი, ბელი, ბაუმჰარტლინგერი (მორიცი 67), მიულერი, გეისი, ჩუპო–მოტინგი, პარკერი (სალერი 79).

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

გოლი: 0:1 პარკერი (44), 1:1 რობენი (50), 2:1 მიულერი (52), 3:1მანჯუკიჩი (69), მიულერი (82პ.)

გაფრთხილება: კირჰგოფი (77)

კარში დარტყმა: 18 (12) – 13 (6) ჯარიმა: 12 - 13 კუთხური: 8 - 5 თამაშგარე: 2 - 6 ბურთის ფლობა: 70% - 30% სეივი: 5 – 8

 

ბრაუნშვაიგი. „აინტრახტ შტადიონი“. 23325

ბრაუნშვაიგი – შალკე 2:3 (1:1)

ბრაუნშვაიგი: დაფარი, ჰენი, დოგანი, რაიხელი, ელაბდელაუი, პერტელი, კალიჯური, ბოლანდი, ვასჰოიზენი (კრატცი 79), ადემი (კუმბელა 89), ბელარაბი (კრუპკე 76).

მწვრთნელი: ტორსტენ ლიბერკნეხტი

შალკე: ფერმანი, ჰიოვედესი, სანტანა, აოგო, უჩიდა, მაიერი (ფუკსი 82), დრაქსლერი, კლემენსი (კლაზინაკი 89), ჰიოგერი (გორეცკა 36), ნოიშტედტერი, სალაი.

მწვრთნელი: იენს კელერი

გოლი:1:0 ადემი (20), 1:1 მეიერი (29), 2:1 ბელარაბი (60), 2:2 გორეცკა (65), 2:3 ნოიშტედტერი (90)

გაფრთხილება: უჩიდა (43)

კარში დარტყმა: 13 (4) – 10 (6) ჯარიმა: 13 - 21 კუთხური: 1 - 9 თამაშგარე: 4 - 2 ბურთის ფლობა: 32% - 68% სეივი: 3 – 2

 

ბერლინი. „ოლიმპიაშტადიონი“. 62000

ჰერტა – გლადბახი 1:0 (1:0)

ჰერტა: კრაფტი, კობიაშვილი (60), ლანგკამპი, პეკარიკი, ვან დენ ბერგი, ჰოსოგაი, ბენ–ჰატირა (შულცი 63), შელბრედი, ლუსტენბერგერი, ალაგი (ჯიგერჯი 87), რამოსი.

მწვრთნელი: იოს ლუჰუკაი

გლადბახი: შტეგენი, ვენდტი, შტრანცლი, ბრაუვერსი, იანტშკე, არანგო (იუნესი 72), რაფაელი, ჯაკა, კრამერი (იუნესი 72), კრუზე, ჰერმანი (ჰრგოტა 69).

მწვრთნელი: ლუსიენ ფავრი

გოლი: 1:0 რამოსი (36)

გაფრთხილება: კობიაშვილი (52), რამოსი (90) – რაფაელი (33), შტრანცლი (90)

გაძევება: შტრანცლი (90)

კარში დარტყმა: 5 (4) – 13 (5) ჯარიმა: 15 - 15 კუთხური: 7 - 5 თამაშგარე: 4 - 3 ბურთის ფლობა: 44% - 56% სეივი: 5 – 3

 

1. ბაიერნი 9 7 2 0 19:4 23
2. დორტმუნდი 9 7 1 1 22:7 22
3. ლევერკუზენი 9 7 1 1 20:9 22
4. ჰერტა 9 4 3 2 15:9 15
5. შალკე 9 4 2 3 17:19 14
6. გლადბახი 9 4 1 4 19:14 13
7. ჰანოვერი 9 4 1 4 11:12 13
8. ვერდერი 9 3 3 3 9:12 12
9. შტუტგარტი 8 3 2 3 16:10 11
10. ჰოფენჰაიმი 9 2 4 3 21:22 10
11. აინტრახტი 9 2 4 3 12:14 10
12. აუგსბურგი 8 3 1 4 9:15 10
13. მაინცი 9 3 1 5 13:21 10
14. ვოლფსბურგი 8 3 0 5 9:11 9
15. ჰამბურგი 8 2 2 4 17:19 8
16. ნიურნბერგი 9 0 6 3 10:18 6
17. ფრაიბურგი 9 0 5 4 9:18 5
18. ბრაუნშვაიგი 9 1 1 7 7:21 4

 

 

20 ოქტომბერი: ჰამბურგი – შტუტგარტი, აუგსბურგი – ვოლფსბურგი.

ბომბარდირები: სემი („ლევერკუზენი“) – 7, იბიშევიჩი („შტუტგარტი“), კისლინგი („ლევერკუზენი“), ლევანდოვსკი („დორტმუნდი“), მოდესტე („ჰოფენჰაიმი“), მიულერი („ბაიერნი“) – 6. 

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.12026
სარეკლამო ადგილი - 99
X x X