ფეხბურთი

18:12 | 23.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

კობიაშვილის პირველი საამსეზონო სიმბოლური

 

ბერლინის “ჰერტას” მცველი ლევან კობიაშვილი ავტორიტეტული გერმანული გამოცემა kicker-ის ვერსიით, ბუნდესლიგის მე-17 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

განვლილ ტურში, “ჰერტამ” სტუმრად დორტმუნდის “ბორუსია” 2:1 დაამარცხა, ხოლო კობიაშვილმა ცენტრალური მცველად შეუცვლელად ითამაშა. სხვათა შორის, მან ამ პოზიციაზე კარიერაში პირველად იასპარეზა და დაკისრებულ მოვალეობას თავი საუცხოოდ გაართვა.

მიმდინარე სეზონში 36 წლის ქართველმა ფეხბურთელმა “ჰერტაში” 4-ჯერ ითამაშა – 2-ჯერ სასტარტო შემადგენლობაში, 2-ჯერ შეცვლაზე.

საერთოდ, კარიერის მანძილზე პირველ ბუნდელიგაში მას 340 მატჩი ჩაუტარებია და ამ მაჩვენებლით ლეგიონერებში მხოლოდ პერუელ კლაუდიო პისაროს ჩამორჩება, რომელსაც 356 შეხვედრა უთამაშია.

ამ სეზონში კობიაშვილი ტურის სიმბოლურ ნაკრებში პირველად მოხვდა.

0.150406