ფეხბურთი

11:31 | 17.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

კობიაშვილის 343-ე ბუნდესლიგური

ლევან კობიაშვილის “ჰერტამ” ბუნდესლიგის მორიგი მატჩი წააგო და მეშვიდე ადგილზე დარჩა: ბერლინელები “ვოლლფსბურგთან” დაწინაურდნენ, მაგრამ მეორე ნახევარში ორჯერ გაუშვეს და 1:2 დამარცხდნენ. კობიაშვილმა 90 წუთი ითამაშა ცენტრალური მცველის პოზიციაზე და გუნდის კაპიტანი გახლდათ. ლევანის ბრალი არცერთი გოლი არ ყოფილა.

ეს კობიაშვილის 343-ე მატჩი იყო ბუნდესლიგაში.

პოლონეთში “იაგელონიამ” გასვლაზე 0:1 წააგო “რუხთან”, ქართველებს კი არ უთამაშიათ. გიორგი ფოფხაძე სათადარიგო იყო, ნიკა ძალამიძე კი განაცხადში არ გახლდათ. საქმე ისაა, რომ ორივე ქართველს მოსამზადებელი ეტაპის დიდი ნაწილი გაუცდა და ჯერ ბოლომდე მზად არ არიან სათამაშოდ.

ამხანაგურ მატჩზეც, რომელშიც ”სევასტოპოლმა” კალინინგრადის “ბალტიკასთან” 0:0 ითამაშა. მათე ღვინიანიძემ უკრაინული გუნდის შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112725
სარეკლამო ადგილი - 99
X x X