სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

17:51 | 21.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

კობიაშვილი - კვლავაც ბუნდესლიგა!

ლევან კობიაშვილის "ჰერტამ" ბუნდესლიგის საგზური გაინაღდა. ეს მოხდა 30-ე ტურში, რომელშიც "ჰერტამ" შინ 1:0 აჯობა "ზანდჰაუზენს". მართალია, წინ 4 ტურია, მაგრამ მესამეადგილოსანი ვერანაირად ვეღარ დაეწევა "ჰერტას". ბერლინელები პირველ ადგილზე არიან და 4 ქულით უსწრებენ "ბრაუნშვაიგს", რომელსაც თითქმის განაღდებული აქვს ბუნდესლიგის საგზური.

კობიაშვილი "ზანდჰაუზენთანაც" სასტარტოში იყო, თუმცა ამჯერად ბოლომდე არ უთამაშია: 52-ე წუთზე შეცვალეს - როცა ჯერ 0:0 იყო.

რუსეთში ცსკა-"სპარტაკის" დერბი 2:2 დასრულდა. ჯანო ანანიძე განაცხადში არ გახლდათ - ცნობილიც იყო, რომ ვერ ითამაშებდა, რადგან ინდივიდუალურად ვარჯიშობს.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114952
სარეკლამო ადგილი - 99
X x X