ფეხბურთი

19:47 | 13.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

კობიაშვილი კიდევ ორი კვირა ივარჯიშებს

ლევან კობიაშვილმა რომ ბოლო მატჩი ჩაატარა პროფესიულ კარიერაში, ამის შესახებ უკვე არაერთხელ დაიწერა. 10 მაისს ლევანმა “ჰერტა”-“დორტმუნდის” შეხვედრაში ითამაშა და ეს მისი 772-ე მატჩი იყო კარიერაში, ხოლო გერმანიის ბუნდესლიგაში – 351-ე.

“კობი” ჯერ ბერლინშია და გუნდთან ერთად ვარჯიშს აგრძელებს. მან თავად უთხრა “მსოფლიო სპორტს”, რომ ორი კვირა კიდევ იქნება წვრთნები, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატის გამო გუნდებს ისედაც დიდი დასვენება გამოსდით. კობიაშვილი მაისის ბოლოს, ან ივნისის დასაწყისში ჩამოვა საქართველოში, შემდეგ კი, როგორც იცით, ქართულ ფეხბურთში აქტიურად აპირებს საქმიანობას, ოღონდ ჯერ არ დაუკონკრეტებია, თუ რა კუთხით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119165