ნბა-ს ერთგული გულშემატკივრისთვის, ალბათ, ძნელი წარმოსადგენია ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია კობი ბრაიანტის გარეშე, თუმცა, როგორც თავად კობი აცხადებს, დროა, მაყურებელი შეეგუოს ფაქტს, რომ შემდეგი სეზონი მისთვის ბოლო იქნება.
წასვლის მიზეზად კობი გადაღლას ასახელებს. ის აცხადებს, რომ არანაირი იძულება ან სხვა ზეწოლა მასზე არ ყოფილა და ეს გადაწყვეტილება თავიდან ბოლომდე მისი ნება-სურვილიდან გამომდინარეობს. “უკვე გადაიღალა ჩემი ორგანიზმი, მეტი ვარჯიში მიწევს რომ ფორმა შევინარჩუნო. 34 წლის ვარ, ხალხს ახსოვს ჩემი შედეგები, მაგრამ უნდათ მიყურონ ისეთს, როგორიც ნელ-ნელა ვხდები, ვეღარ ვარ ისეთი წარმატებული და ვატყობ ამას ჩემს თავს. უკვე ღამეებსაც ვარჯიშს ვანდომებ, რომ ვაიძულო ჩემს სხეულს, კიდევ ერთ მატჩს გაუძლოს. შემიძლია ვიყო ნავარჯიშები, მაგრამ ძალიან დიდი ძალისხმევის ფასად. სწორედ ამიტომ, შემდეგი სეზონი არის ბოლო ჩემს კარიერაში”, - აცხადებს ბრაიანტი.
კობი ბრაიანტს ნბა-ში მრავალწლიანი მოღვაწეობის განმავლობაში 45000 წუთი აქვს ნათამაშები, პლეი ოფის ჩათვლით 53000 გამოსდის და აქედან, დიდი უმრავლესობა დასამახსოვრებელი იყო მაყურებლისთვის.
ლოგიკურია, რომ ვარსკვლავს ვარსკვლავად დარჩენა ურჩევნია, ამიტომ უნდა, მანამ წავიდეს სპორტიდან, სანამ ფორმას დაკარგავს და მის კარიერულ ვარდნას ვინმე შენიშნავს.







