საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ ინტერნეტპორტალ football.ua-სთან საუბარში განაცხადა, რომ ზამთარში დნეპროპეტროვსკის “დნიპროს” დატოვებას არ აპირებს.
- ზაფხულში, ბოლო მომენტამდე არ იცოდით დნეპროპეტროვსკში დარჩებოდით თუ არა, რადგან თქვენთვის განკუთვნილი სათამაშო დროით უკმაყოფილო იყავით. მიმდინარე სეზონში უკვე უკრაინის ჩემპიონატის 17 ტურმა ჩაიარა და მხოლოდ 48 წუთი ითამაშეთ, ასევე, ერთი ტაიმი ჩაატარეთ უკრაინის თასზე და ევროპის ლიგის ორ შეხვედრაში მოედანზე სრული დრო დაჰყავით. დღის წესრიგში ხომ არ დგას საკითხი, რომ ზამთარში “დნიპროს” დატოვებთ?
- ჯერ მსგავსი საკითხი არ დგას. კლუბის ხელმზღვანელობას ამ თემაზე ჩემთვის არაფერი უთქვამს, ხოლო თავად შემიძლია განვაცხადო, რომ “დნიპროში” დარჩენის დიდი სურვილი მაქვს. სხვა გუნდში გადასვლას არ ვგეგმავ.
- სათამაშო დროის მხრივ პრობლემები გაქვთ. სავარაუდოდ, ეს არ უნდა გაწყობდეთ?
- მცირე სათამაშო დროით კმაყოფილი რომელი ფეხბურთელი იქნება? თუმცა, ეს ფეხბურთია. დღეს საქმე ასე მიდის, ხვალ შესაძლოა, სულ სხვაგვარად იყოს. ეს აბსოლუტურად ნორმალური სიტუაციაა – ზოგი მეტს თამაშობს, ზოგი ნაკლებს. ჩემი ერთადერთი მოვალეობაა, რომ შანსს როდესაც მაძლევენ, მოედანზე უნდა გავიდე და ყველაფერი თამაშით დავამტკიცო. ყველაფერს გავაკეთებ, რომ უფრო ხშირად ვითამაშო.
- თავად ფიქრობთ, რომ სასტარტო შემადგენლობაში მოსახვედრად კონკურენციას ვერ უძლებთ?
- თუ კონოპლიაკასთან კონკურენციაზე ვისაუბრებთ, ჩემი აზრით, ის უკრაინის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეა. ეს ჩემი აზრია. აქვე ვიტყვი, რომ კონოპლიანკასთან საუცხოო მეგობრული ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ვიმეორებ: მას უკრაინაში საუკეთესოდ მივიჩნევ. სხვა საქმეა, რომ მარცხენა ფლანგის გარდა, თამაში მარჯვენა ფლანგზც შემიძლია. საერთო ჯამში, ვერ ვიტყვი, რომ “დნიპროში” კონკურენციას ვერ ვუძლებ. უბრალოდ, დაველოდები მწვრთნელი შანსს როდის მომცემს და შევეცდები, თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინო.
- ზაფხულში “დნიპროსთან” ახალი ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმე. ამისთვის რა მოტივი გქონდათ? დნეპროპეტროვსშკი შორს მიმავალი გეგმები გაქვთ თუ ეს იმიტომ გააკეთეთ, რომ სტაბილურობა გქონოდათ, მაგრამ ამასთანავე, მზად ხართ იჯარით სათამაშოდ წახვიდეთ?
- “დნიპრო” ისეთი კლუბია, რომელთან კონტრაქტის გაფორმებას ჩემს ადგილზე ნებისმიერი ფეხბურთელი მოინდომებდა. სხვა საქმეა, რომ ცოტას ვთამაშობ, რაც ჩემთვის მიუღებელია. თუმცა, მოტივი ერთი იყო – “დნიპროში” თამაში მონდა და მორჩა.
- იქნებ უკვე აღარ გჯერათ, რომ გუნდის ამჟამინდელი მწვრთნელის ხელში სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდებით?
- რა თქმა უნდა, არა. ხუანდე რამოსთან ნორმალური ურთიერთობა მაქვს. ეს მისი აზრია, რომელსაც პატივს ვცემ. ის როგორც გადაწყვეტს, ისე იქნება. ყოველთვის მწამს, რომ ვითარება ჩემთვის უკეთესობისკენ შეიცვლება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ჩალპი
იჯექი და ხეხე სკამი მეტი ამბიცია არ გქონდეს, მანდ სკამის ხეხვას გადადი უფრო დაბალი დონის კლუბში და ითამაშე თუ გიყვარს ფეხბურთის თამაში რათქმაუნდა. შანსი კი არერთხელ მოგცეს და ვერ გამოიყენე ხო ხედავ
კონოპლიანკას ვერ ამოაგდებს, რომელიც დღესდღეობით მთელი აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო გარემარბია, მაგრამ მარჯვნივ ნამდვილად შეიძლება დაყენება. ფორმაში მყოფი რიჟა ჯულიანოს და მათეუსს არაფრით ჩამოუვარდება.
კაი როგორ არ ჩამოუვარდება ტო..
ჯულიანოც და მატეუსიც ბევრად ძლიერი იგროკები არიან
არ წავა და ხეხოს სკამი :დდდდ ვაბშეტა ბურთის მიმწოდებლად დააყენონ
DDდ
ორში ერთია: ან შეეჩვია პენსიონერობას (სკამზე ჯდომა და კარგი ფულის გამომუშავება) ან ელოდება როცა კონოპლიაკას გაყიდიან და შანსი მიეცემა
ამის მიზანს გეტყვით ახლა. ალბათ ფიქრობს რო კონოპლიანკა გაიყიდება მალე და ეს შეიძლება ამ ზამთარშივე ასრულდეს
+1
) მეც ასე მგონია , უბრალოდ ის თემაა რომ სხვა ვინც იქნება მაგის პოზიციაზე 80% ვერ ამოაგდებს
)
დნიპრო ურჩევნია ვერ გაამტყუნებ კაი გუნდია ფული აქვთ ყველაფერია სადმე წაკაში წასვლას ურჩევნია აქ თბილად იყოს
მოკლედ ეს ქართული გაზეთები მაგარი დაქლიავებულები არიან მხოლოდ შუღლის გაღვივება ან უცხოური გაზეთების თარგმანის გაკეთება შეუძლიათ.
დარეკეთ გაიგეთ ვინ სად აპირებს წასვლას რა სიახლეებს უნდა ველოდოთ და ა.შ ეგრე ძვირი ჯდება უკრაინაში რუსეთში ან ჰოლანდიაში დარეკვა დავიჯერო?
შორს რო არ წავიდეთ მაგალითად ლობჟანიძე რომელიც არის ნაკრების შეუცვლელი მარჯვენა მცველი ვიცით რო დეკემბერში დაუმთავრდა კონტრაქტი დნიპროსთან ნუთუ არ უნდა დაინტერესდენ სად შეიძლება ვიხილოთ მომავალი წლიდან.
იგივე ითქმის ჭანტურიაზეც რომელზეც როგორც დაიწერა ტოპ 20 ფეხბურთელშია რომელსაც გაანათხოვრებენ. დარეკეთ გაარკვიეთ. რედაქტორი მაინც არა გყავთ რო მიგითითოთ?
თუ რედაქტორი მარტო იმისთვის არსებობს რო თქვენ გაფუჭებულ საქმეებზე ბოდიშები იხადოს?
არაა რა ამ ქვეყანაში ყველაფერი დაბალ დონეზეა.
სად წავა ამ ზამთარში ძლივს სკამი გაათბო