ფეხბურთი

23:37 | 23.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: “ჰუმელსი “მანჩესტერში” 20 მილიონად? სისულელეა!”

დორტმუნდის “ბორუსიას” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, უარყო ბოლო დროს გავრცელებული ჭორები იმის შესახებ, თითქოს მატს ჰუმელსის “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლა უკვე გადაწყვეტილია.

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი ინფორმაციით, “ბორუსია” მზად იყო გერმანელ ცენტრალურ მცველს 20 მილიონ ევროდ შელეოდა, თუმცა გუშინ  Ruhr Nachrichten-მა აღნიშნულ თემაზე კლოპის კომენტარი გამოაქვეყნა:

”მატსი “მანჩესტერში” გადადის? 20 მილიონ ევროდ? დაივიწყეთ, ეს არარეალურია.” – განაცხადა კლოპმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ზაფხულში ჰუმელსის მომავალი ერთბაშად რამდენიმე კლუბს უკვე დაუკავშირეს, თუმცა “ბორუსია” მის გაყიდვას, როგორც ჩანს, არ აპირებს.

ლევან გოგოტიშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127131