ფეხბურთი

11:33 | 7.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

კირჰოფი დაშავდა

გელზენკირხენის “შალკეს” ახალშეძენილმა მცველმა იან კირჰოფმა ახალი გუნდის მაისურით ერთი თამაშის ჩატარებაც ვერ მოასწრო, ისე დაშავდა.

გელზენკირხენელებმა 23 წლის ფეხბურთელი განათხოვრების წესით მიუნხენის “ბაიერნიდან” ნახევარი წლით აიყვანეს. ახლა “შალკე” ყატარში იმყოფება შეკრებაზე და ბუნდესლიგის თამაშების განახლებისთვის ემზადება, მაგრამ ერთ ფეხბურთელს ნაადრევად მოუწია სამშობლოში დაბრუნება.

Goal-ის ცნობით, კირჰოფმა ტერფის ქუსლის სერიოზული ტრავმა მიიღო. უახლოეს დღეებში მას სრულფასოვანი გამოკვლევა ჩაუტარდება, რის შემდეგაც ცნობილი გახდება მისი მოედანზე დაბრუნების ვადები. ეს ინფორმაცია კლუბის გენერალურმა დირექტორმა ჰორსტ ჰელდტმაც დაადასტურა.

 

0.122554