ვეტერანი ამერიკელი კალათბურთელის, კრის ჰემფრისის ყოფილი ცოლი, ცნობილი მოდელი, კიმ კარდაშიანი თავისი მკერდით ყოველთვის ამაყობდა და არასოდეს აკლებდა დაცინვას იმ ქალებს, რომლებიც მკერდის გასალამაზებლად ექიმებსა და პლასტიკურ ქირურგიას მიმართავენ.
ამასწინათ, კიმ კარდაშიანმა ოფიციალურად მიიღო მონაწილეობა ჰოლივუდის მსახიობთა მიერ ბოტოქსის წინააღმდეგ მოწყობილ აქციაში. აქცია ერთ-ერთი ამერიკული კლინიკის წინ გაიმართა. ეს კლინიკა იმით გახდა ცნობილი, რომ კლინიკაში გაკეთებული ბოტოქსის ერთი შეხედვით მარტივი ოპერაციის გამო, სამი ქალი გარდაიცვალა.
კიმ კარდაშიანს საპრობლემო მართლაც არაფერი აქვს. იგი ბუნებამ დიდი და ნატურალურად მშვენიერი მკერდით დააჯილდოვა. მაგრამ საკითხავია რა ქნან იმ ქალებმა, რომელთათვისაც მკერდის გადიდება უაზრო ახირება კი არა, აუცილებელი საჭიროებაა?! საინტერესოა ამაზე თუ უფიქრია კარდაშიანს...







